ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„მე ვურჩევ ყველას, რომ ვირუსების პრევენციისთვის ყველანაირი საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ არა წყალბადის ზეჟანგი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ვირუსების წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვები თავიდანვე უნდა გავაკაჟოთ, რათა ვირუსებთან გამკლავება არ გაუჭირდეთ:
„თავიდანვე ბავშვის გაკაჟებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არის კიდევ ძალიან ბევრი ხალხური საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. არაჩვეულებრივია ნიორი, ხახვი, ჟოლო, ჯინჯერი, დარიჩინი, ცაცხვი. გვირილა. მე არ ვამბობ იმას, რომ ეს ყველაფერი შეაჩერებს ვირუსის რეპლიკაციას, მაგრამ ხელს შეუწყობს იმას, რომ მეტ-ნაკლებად თავიდან აგვარიდოს გართულებები.“
„მე ვურჩევ ყველას, რომ ყველანაირი გზა და საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ უსაფრთხო, არა წყალბადის ზეჟანგი. ეს რომ არ ავღნიშნო არაფრით არ შემიძლია. ბოლო პერიოდში მყავდა სამი ბავშვი, რომლებიც მოიყვანეს ცხვირ-ხახის ლორწოვანის დამწვრობით. ეს წარმოუდგენელია. ის არის ანტისეპტიკი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არაფერს აკეთებს. ამით შეიძლება გავწმინდოთ ტელეფონი, გავწმინდოთ რაღაც ზედაპირები. არსებობს სადეზინფექციო ხსნარები. გრიპის პერიოდში შევიძინოთ და მოვახდინოთ ზედაპირების გაწმენდა,“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.