Baby Bag

რა უნდა ვიცოდეთ კანქვეშა ჩიპების შესახებ, რომელიც იანვრიდან საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი?

რა უნდა ვიცოდეთ კანქვეშა ჩიპების შესახებ, რომელიც იანვრიდან საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი?

„უნილაბის“ დირექტორმა სანდრო ასათიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში დილა ფორმულაზე" კანქვეშა მიკროჩიპების შესახებ ისაუბრა:

„სიტყვა „ჩიპი“ დღეს ნეგატიურის მატარებელია აშკარად. ეს არის მეხსიერების ბარათი. იმის მაგივრად, რომ ათი სხვადასხვა ბარათი იყოს, ყველაფერი შეგიძლია გააერთიანო ერთ პატარა მოწყობილობაში, რომელიც არ დაგეკარგება. მთელი იდეა არის ის, რომ ეს არის მოწყობილობა, რომელიც ინფორმაციას ინახავს.“

სანდრო ასათიანის თქმით, ჩიპები მომავალში განვითარდება, თუ მას ადამიანები შეიძენენ:

„მობილური ტელეფონით შეგიძლია დაადგინო, სად დევს ის ტელეფონი. ფიჭური კავშირი ასე მუშაობს. ის ორმხრივია. ერთის მხრივ, იღებს ინფორმაციას და მეორეს მხრივ - გასცემს. არ მგონია, რომ ამ ჩიპით ადგილმდებარეობის დადგენა იყოს შესაძლებელი. ეს არის ფასიანი პროდუქტი. თუ ადამიანები ამას იყიდიან, ის მომავალში განვითარდება.“

„იქ, სადაც არის კომფორტი, დანარჩენი მეორე ადგილზე მიდის. ვიცით, რომ მანქანები აბინძურებენ გარემოს, მაგრამ მანქანების ყიდვაზე უარს არავინ ამბობს. ამას ჩვენ ვწყვეტთ. ძალით არავინ გვაკეთებინებს. პირიქით, ფულიც უნდა გადაიხადო. როდესაც მომავალზე საუბრობენ, ასეთ რამეს ამბობენ, რომ ტექნოლოგიები ისე განვითარდება, რომ რობოტებსა და ადამიანებს შორის ზღვარი კიდევ უფრო პატარა იქნება,“ - აღნიშნა სანდრო ასათიანმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის

ტრენინგი ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის

25-27 მაისს ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო ამ თემაზე მუშაობა.

მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ბოლოს, მათ, თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს მეტად პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს.

დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში დაწარმოადგინეს პრეზენტაციები.

საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

R. 

წაიკითხეთ სრულად