Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თქვენ არ იცრებით, არ იცრებით, მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ - ბიძინა კულუმბეგოვის მოწოდება

„თქვენ არ იცრებით, არ იცრებით, მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ - ბიძინა კულუმბეგოვის მოწოდება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს მშობლები და ბებია-ბაბუები ვაქცინაციის საჭიროებაში დაარწმუნონ:

„ჩატარებული ​1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29% - ია. ამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი.

თქვენ არ იცრებით, არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით! ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის, გთხოვთ!“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად