Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამიტომ არის ლევან რატიანი ჩემი გმირი ყოველგვარი გადაჭარბების და გადამეტების გარეშე,“ - თიკა ფაცაცია ლევან რატიანის შესახებ საუბრობს

„ამიტომ არის ლევან რატიანი ჩემი გმირი ყოველგვარი გადაჭარბების და გადამეტების გარეშე,“ - თიკა ფაცაცია ლევან რატიანის შესახებ საუბრობს

ცნობილმა ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცნობილი ექიმი მისთვის ნამდვილი გმირია:

„ორი ჩემთვის ძალიან საყვარელი, ძვირფასი ადამიანის და ოჯახის წევრის ჯანმრთელობა ებარა და სახლში დამიბრუნა ორივე. ა​მიტომ არის ლევან რატიანი ჩემი გმირი ყოველგვარი გადაჭარბების და გადამეტების გარეშე.“

„როდესაც ადამიანს რაღაცები გაქვს, ვერ ხვდები, რომ გაქვს და რა მაგარია. მანამდე რომ ადვილად შემეძლო გადაწყვეტილებები მიმეღო, წავსულიყავი მეგობრებთან ერთად გასართობად, ჩავხუტებოდი მშობლებს, ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, ახლა აღარ არის ეს ჩვეულებრივი. ამ დარდით და ამ შფოთით ძალიან მიჭირს და ძალიან გამიჭირდა. თურმე ის, რაც მქონდა ორი წლის წინ, ისევ მინდა,“ - აღნიშნულ საკითხზე თიკა ფაცაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად