Baby Bag

ასე შეღებილ სააღდგომო კვერცხს იდეალური ფერი ექნება

ასე შეღებილ სააღდგომო კვერცხს იდეალური ფერი ექნება

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დიასახლისები იწყებენ ფიქრს, თუ რომელი რეცეპტით გამოაცხონ პასკები და როგორ შეღებონ კვერცხები ისე, რომ მათ იდეალური ფერი ჰქონდეთ. 

​​MomsEdu.ge​ ამჯერად გთავაზობთ ხერხს, რომელიც კვერცხების იდეალურად შეღებვაში დაგეხმარებათ.

ქვაბში, სადაც კვერცხების მოხარშვას აპირებთ, ჩააფინეთ პირსახოცი, დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, დაამატეთ ერთი კოვზი მარილი და ძმარი. 

გარეცხეთ კვერცხები და ფრთხილად ჩააწყვეთ ქვაბში. წყალი კვერცხებს უნდა ფარავდეს. მოხარშეთ კვერცხები. 

ცალკე თასში ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი, კვერცხის საღებავი და მოურიეთ.

ჯერ ისევ ცხელი კვერცხები სათითაოდ ამოავლეთ თასში გამზადებულ სითხეში და ეს პროცედურა იქამდე გააგრძელეთ, სანამ კვერცხი თქვენთვის სასურველ ფერს არ მიიღებს. 

გამზადებული კვერცხები ჩააწყვეთ ქაღალდის კონტეინერში და სურვილისამებრ გადაუსვით ზეთიანი ნაჭერი (სიპრიალისთვის). 


Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ყაზტრანსგაზი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

​„ყაზტრანსგაზი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

​„ყაზტრანსგაზი“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იმ მომხმარებლებს ​აფრთხილებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ.

„ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა როგორც იცით ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ახლოვდება დასვენების დღეები და ტრადიციულად დედაქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში მიემგზავრება. მოგმართავთ აბონენტებს, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, იმისათვის, რომ სახლიდან გასვლის წინ, გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ასევე გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს 24 საათის განმავლობაში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად