Baby Bag

ასე შეღებილ სააღდგომო კვერცხს იდეალური ფერი ექნება

ასე შეღებილ სააღდგომო კვერცხს იდეალური ფერი ექნება

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დიასახლისები იწყებენ ფიქრს, თუ რომელი რეცეპტით გამოაცხონ პასკები და როგორ შეღებონ კვერცხები ისე, რომ მათ იდეალური ფერი ჰქონდეთ. 

​​MomsEdu.ge​ ამჯერად გთავაზობთ ხერხს, რომელიც კვერცხების იდეალურად შეღებვაში დაგეხმარებათ.

ქვაბში, სადაც კვერცხების მოხარშვას აპირებთ, ჩააფინეთ პირსახოცი, დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, დაამატეთ ერთი კოვზი მარილი და ძმარი. 

გარეცხეთ კვერცხები და ფრთხილად ჩააწყვეთ ქვაბში. წყალი კვერცხებს უნდა ფარავდეს. მოხარშეთ კვერცხები. 

ცალკე თასში ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი, კვერცხის საღებავი და მოურიეთ.

ჯერ ისევ ცხელი კვერცხები სათითაოდ ამოავლეთ თასში გამზადებულ სითხეში და ეს პროცედურა იქამდე გააგრძელეთ, სანამ კვერცხი თქვენთვის სასურველ ფერს არ მიიღებს. 

გამზადებული კვერცხები ჩააწყვეთ ქაღალდის კონტეინერში და სურვილისამებრ გადაუსვით ზეთიანი ნაჭერი (სიპრიალისთვის). 


Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ კერძს ტაფაზე დაწყობილ აჯაფსანდალს ეძახიან - მსგავსი აქამდე გასინჯული არ გექნებათ

ამ კერძს ტაფაზე დაწყობილ აჯაფსანდალს ეძახიან - მსგავსი აქამდე გასინჯული არ გექნებათ

ტაფაზე დაწყობილი აჯაფსანდალის რეცეპტს ​MomsEdu.ge-ს ერთგული მკითხველი გვიზიარებს. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ბადრიჯანი
  • პომიდორი
  • სტაფილო
  • კარტოფილი
  • წითელი ბულგალური წიწაკა
  • სულუგუნი
  • ხახვი
  • ნიორი
  • ზეთი
  • მწვანილები
  • მაიონეზი

გათალეთ ბადრიჯანი, დაჭერით მრგვალად და დაამარილეთ. ცოტა ხნის შემდეგ გარეცხეთ დამარილებული ბადრიჯანი, გაწურეთ და დაალაგეთ ერთ ფენად გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან მჭიდროდ დაალაგეთ მრგვალად გაჭრილი პომიდორი, კიდევ ერთ ფენად დაჭრილი ხახვი და ასე ფენა-ფენად დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი და სულუგუნი. ბოლო ფენად გამოიყენეთ დაჭრილი, წითელი ბულგალური წიწაკა. მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შედგით ღუმელში. კერძის გამოტანამდე სამი წუთით ადრე მოაყარეთ მწვანილები და ნიორი, მაიონეზი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

წაიკითხეთ სრულად