Baby Bag

როდიდან მივცეთ პატარას კივი და რისთვისაა ის სასარგებლო?

როდიდან მივცეთ პატარას კივი და რისთვისაა ის სასარგებლო?
როდიდან მივცეთ პატარას კივი და რისთვისაა ის სასარგებლო? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

ახალი ზელანდიის მკვიდრი ფრინველი კივის შესახებ გსმენიათ რამე? ფრინველი კია, მაგრამ ფრენა არ იცის, ამიტომ მიწაზე გოგმანი ურჩევნია. კიდევ, იცით, რითია ის განსაკუთრებული? ეს ფრინველი ახალი ზელანდიის ეროვნული სიმბოლოა და მისი სურათი დატანილია ამ ქვეყნის რამდენიმე მონეტასა და საფოსტო მარკაზე. და მთავარი - გარეგნული მსგავსების გამო ერთ-ერთ ციტრუსოვან გემრიელ ხილს მისი სახელი ჰქვია. დიახ, კივიზე უნდა გიამბოთ.
წარმოშობით ის ჩინეთიდანაა, ახალ ზელანდიაში გასული საუკუნის დასაწყისში მოხვდა, როცა ჩინეთიდან მისი თესლი ვანგანუის ქალთა კოლეჯის დირექტორმა მერი იზაბელ ფრეიზერმა ჩაიტანა და საბოლოოდ ცნობილ სელექციონერს ალექსანდრ ალისონს ჩაუვარდა ხელში. და დაიწყო... დღეს კივის რამდენიმე ჯიში არსებობს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც მოჰყავთ.
კივის სიკეთეები
ეს ციტრუსი В ჯგუფის, C, K, E ვიტამინების წყაროა. მის შეადგენლობაშია ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, მანგანუმი, ფტორი, ფოსფორი და ნატრიუმი.
ძალიან მდიდარია უჯრედისით, ამიტომ ყაბზობის დროს საუკეთესო საშუალებაა, C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო მოქმედებს იმუნიზტეტზე,
აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეს, ამშვიდებს ხველას,
სასარგებლოა კანისა და თმისათვის. მისი ექსტრაქტი ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაშია.
კივი შეიცავს ლუთეინს, რაც აუმჯობესებს მხედველობას. მისი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება და ამიტომ ლუთეინის მიწოდებას ბავშვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეორე ნივთიერება, რომელიც ასევე უწყობს ხელს თვალის ფუნქციონირებას, კივის შემადგენლობაში არსებული ზეაქსანთინია.
ფლავონოიდებსა და კაროტინოიდებს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ.
კივის შემადგენლობის კიდევ ერთი ძვირფასი ნივთიერება დიდი რაოდენობით - ფოლიუმის მჟავა, რომელიც ანემიის განვითარებას უშლის ხელს. ამიტომ ის ძალიან სასარგებლო ხილია არამარტო ბავშვების, არამედ ორსული ქალებისთვისაც.
დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ არგინინი, რომელიც კივის შემადგენლობაშია და მამაკაცური პოტენციისათვის აუცილებელი ნივთიერებაა.
ერთი კივი პრაქტიკულად ფარავს C ვიტამინის სადღეღამიოს ნორმას. K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო კივი თრომბების წარმოქმანს უშლის ხელს.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა კივი ფერმენტ აქტინიდინს შეიცავს, რაც ხელს უწყობს ცილების გახლეჩავასა და გვეხმარება მათ მონელებაში. ამიტომ მძმე სადილ-ვახშმის საუკეტესო დესერტი სწორედ კივი შეიძლება იყოს.
კივი სეროტონინის წყაროა - ეს ჯადოსნური ნივთიერება დადებითად მოქმედებს ჩვენს გუნება-განწობაზე, აწესრიგებს ძილს, მადას, ებრძვის დეპრესიას.
როდიდან?
1 წლამდე მისი მიცემა არ ღირს. 1 წლის შედმეგ კი ფრთხილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ. წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძილიათ მშვიდად მისცეთ.
ოღონდ გაითვალისწინეთ:
კივი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიულ პატარებში მისი მიცემა ექიმთან შეთანხმების გარეშე მართებული არ არის.
ნუ მისცემთ ამ ციტრუსს, თუ ბავშვს კუჭის მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი აქვს.
მისი მიცემა არც დიარეის დროს შეიძლება.
კივიში უხვადაა მჟაუნმჟავას მარილები, ამიტომ თუ ბავშვს შარდში ბევრი ოქსალატი აქვს, კივი მისთვის ნაჩვენები არ არის.
როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ?
შეფასების მთავარი კრიტერიუმი ნაყოფის სიმკვრივეა. ყველაზე უპრიანია, საშუალო სიმკვრივის ნაყოფის შერჩევა
აუცილებლად შეაფასეთ სუნი - კივის ნაყოფს სპეციფიური არომატი აქვს.
ნაყოფის ბუსუსიან კანზე არ უნდა იყოს ლაქები ან დაზიანებები.
თუ მაგარი ნაყოფი იყიდეთ, დადეთ რამდენიმე დღით მშრალ ადგილას. ნუ შეინახავთ მაცივარში. ოთახის ტემპერატურაზე ის მალეც დამწიფდება და უკეთაც შეინახება. მაცივარში კი მალე გამოშრება და გემოს კარგავს.
გახსოვდეთ, კივის შენახვის მაქსიმალური ვადა დაახლოებით 10 დღეა.
P.S. კივის სახის ნიღაბი დედიკოების და ბებიკოების სიმალამზისათვის
კივი სარგებელს მოხლოდ მირთმევისას არ მოგიტანთ. ის იმედნად გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით, რომ სახის კანსაც ძალიან უხდება, კვებავს, ათეთრებს და ატენიანებს მას.

1 მწიფე კივილი დააბალენდერეთ, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი. წაისვით სახეზე და დატოვეთ 15 წუთი. თბილი წყლით ჩამობანის შემდეგ ეფექტი აუცილებლად მოგეწონებათ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე
,,ვიზიტზე მხიარული ოზურგეთელი გოგო მეწვია 3 თვის ჩვილით. დედაც ახლდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე გურული კილოთი მომაყარა, თქვენთან მომასწავლესო, აუცილებლად გიშველითო, იცით, რა იმედით ჩამოვედი თქვენთანო.

პატარა გავსინჯე, ჩატარებული კვლევის შედეგებიც ვნახე. თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია აღმოჩნდა.

შორიდან დავიწყე. თავის ტვინის ანატომია სურათებზე ავუხსენი, მერე საკუთარი ჩვილის ანომოალიაც ვაჩვენე და ნორმალურ თავის ტვინს შევუდარე. ყურადღებით მისმენდა გოგო.

- მაგრამ ეს განკურნებადია, არა, ექიმო? - მისი ასაკისთვის დამახასიათებელი გულწრფელი ტონით მკითხა და იმედიანი თვალებით ჩამხედა სულში.

პასუხი დავაგვიანე. აი, ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება.

- არა, ეს განკურნებადი არაა - შევეცადე ღიმილით მეთქვა, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარებას, რათა მკვეთრი უნარშეზღუდულობა თავიდან ავიცილოთ - მუყაითი მოსწავლესავით დამაჯერებელი, თუმცა აღელვებული ტონით ვუთხარი.

- ყველაფერს ვიზამ, რასაც მეტყვით!- სიძნელეს არ შეეპუა ჩემი გურული გოგო.

კონსულტაცია რომ დასრულდა, მხიარულად დამემშვიდობა, შვილი მზრუნველად ჩაიხუტა გულში და ოთახიდან გავიდა.

ბებია შემობრუნდა უკან, კარი დახურა და ჩემთან ახლოს მოსწია სკამი.

- ეს არ იკურნება. - ეს შეკითხვა არ იყო. მკაცრი ხმით ნათქვამი ეს წინადადება განაჩენი იყო, რომელზეც მე ასევე გარკვევით უნდა მეპასუხა -დიახ ან არა.

- ეს არ იკურნება. - გავიმეორე მისი სიტყვები.

ბებია ატირდა. ტიროდა ცხელი ცრემლებით, გახეთქილი გულით. ტიროდა მხიარული გურული გოგოს მაგივრადაც. და მე გული მომეწურა. გამახსენდა და ძალიან მომინდა, გამელანძღა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელმაც ერთხელ მითხრა: " თქვენ, ექიმები ყველაფერს ეჩვევით,სხვის ტკივილსაც, ავადმყოფობასაც, მძიმე განაჩენსაც და სიკვდილსაც. და ყველაფრის მიუხედავად, ჩვილი ბავშვით უდრტვინველად გძინავთ ღამითო"."

არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე. 

წაიკითხეთ სრულად