Baby Bag

დედების უმეტესობა ბროკოლის ამ ნაწილს ყრის

დედების უმეტესობა ბროკოლის ამ ნაწილს ყრის

ბროკოლი კომბოსტოს ერთერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა, რომელიც მაღალი ანტიკანცეროგენული და ანრიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა (მასში შემავალი ცალკეული ნივთიერებები ბლოკავენ ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლებიან). ამავდროულად, იგი ვიტამინების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. 

როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად?

როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.

მწვანე ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედ​ების ჯგუფი“

ნახეთ ასევე პედიატრ თამარ ობგაიძის ბროკოლთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები 👉 ყველაფერი ბროკოლის შესახებ

შეიძლება დაინტერესდეთ

სეზონის ვარსკვლავი ანუ მარწყვის ტორტი

სეზონის ვარსკვლავი ანუ მარწყვის ტორტი

ნუცა და ანა სურგულაძეები სეზონის ვარსკვლავის, ანუ მარწყვის ტორტის რეცეპტს ​MomsEdu.ge-ს მკითხველს უმხელენ. 

8 კვერცხიანი ტორტის ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კვერცხი - 8 ცალი
  • ფქვილი - 8 ს/კ
  • შაქარი - 8 ს/კ
  • ვანილი
  • მარილი

მოხარშული კრემი:

  • კვერცხის გული - 5 ცალი
  • სახამებელი - 50 გრ.
  • შაქარი - 140 გრ.
  • ვანილი - 5 გრ.
  • რძე - 600 მლ.
  • ჟელატინი - 6 გრ.
  • ნაღები - 200 მლ.
  • კარაქი - 150 გრ.

შიგთავსი:

  • მარწყვი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

წაიკითხეთ სრულად