MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალი პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“მერვე ვიდეოს გთავაზობთ.
ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს წასახემსებელი, რომელიც განსაკუთრებით ყაბზობის (შეკრულობის) მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ეს კერძი კვებებს შორის, 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
მაწონი
„პლასმონის“ ორცხობილა
ქლიავი ან „პლასმონის“ ქლიავის პიურე
მომზადების წესი კი ასეთია:
გარეცხილი და გათლილი ქლიავი დააბლენდერეთ ან გამოიყენეთ 3-4 ჩაის კოვზი „პლასმონის“ ქლიავის ჯემი, დაამატეთ 50 გრ. მაწონი. შეურიეთ ერთმანეთს. ჭიქაში ჩაყარეთ „პლასმონის“ გრანულებად დაფხვნილი ორცხობილა, რომელიც არ შეიცავს გლუტენსა და კვერცხს, მოასხით მაწვნისა და ქლიავის პიურეს მიქსი. გაიმეორეთ აღნიშნული რამდენჯერმე და წასახემსებელი მზადაა.
„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 1-ლი ვიდეო - პომიდვრის სუპი🍅
„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-2 ვიდეო - დესერტი 🍨
„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-3 ვიდეო - ოსპის სუპი 🥣
„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-4 ვიდეო - პასტა 🍝
თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ
MomsEdu.ge„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.
ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
გოგრა - 150 გრ.
კარტოფილი - 1ც.
სტაფილო - 1ც.
მომზადების წესი კი ასეთია:
გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა.