MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალი პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“მეოთხე ვიდეოს გთავაზობთ.
ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით, რომელიც 10 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ თქვენს პატარებს.
ამ კერძის მოსამზადებლად სპეციალურად ჩვილებისათვის განკუთვნილი პასტა უნდა გამოიყენოთ, მაგალითად, „პლასმონის“ საბავშვო პასტა.
საჭირო მასალა:
1 მწიფე პომიდორი
1 სტაფილო
ყვავილოვანი კომბოსტოს 1 საშუალო ზომის ყვავილედი
1 მცირე ზომის ხახვი
1 ძირი ოხრახუში
30 გრამი უმარილო ყველი
100 გრამი ჩვილებისათვის განკუთვნილი პასტა (მზა წონა)
მისი მომზადების წესი კი ასეთია:
კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, მწვანილი. ბოსტნეულს გააცალეთ კანი, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ცალკე მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტოს ერთი საშუალო ზომის ყვავილედი სტაფილოსთან და ოხრახუშთან ერთად. პომიდორი ხახვთან ერთად მოთუშეთ (ცხიმის გარეშე). მოხარშულ ყვავილოვან კომბოსტოს, სტაფილოსა და ოხრახუშს შეურიეთ ხახვთან ერთად მოთუშული პომიდორი და დააბლენდერეთ.
აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ საბავშვო პასტა და მოხარშეთ. გაწურეთ, გადმოიღეთ თეფშზე. პასტას მოასხით ბოსტნეულის სოუსი. მიღებულ მასას დაამატეთ 30 გრამი უმარილო ყველი.
„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ პირველი ვიდეო - პომიდვრის სუპი🍅
„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მეორე ვიდეო - დესერტი🍨
,,ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მესამე ვიდეო - ოსპის სუპი🥣