MomsEdu.ge
ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს თევზი (კერძოდ, ორაგული) ბოსტნეულთან ერთად, რომელიც 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს. ორაგული ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი თევზია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. ის მონაწილეობს ბავშვის თავის ტვინისა და თვალის განვითარებაში. ორაგული სხვა თევზებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ირთავს ვერცხლისწყალს, რომლითაც ბინძურდება ოკეანეები და ზღვები. გარდა ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებისა, შეიცავეს D ვიტამინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ბავშვთა ასაკში, რადგან ის რაქიტის საწინააღმდეგო ვიტამინია. როგორც აღმოჩნდა, D ვიტამინი რეალურად ჰორმონია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- თევზი - 50-60 გრამი
- ყაბაყი - ნახევარი
- სტაფილო - ნახევარი
- კარტოფილი - ერთი პატარა ზომის
მომზადების წესი კი ასეთია:
გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ კანგაცლილი და დაჭრილი თევზი. მოხარშული ბოსტნეული და თევზი ერთად დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში, კერძი შეგიძლიათ გაათხელოთ დედის რძით (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევით (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა) და დაამატოთ ზეითუნის ზეთი.
R.
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები