Baby Bag

რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს კუსკუსი და რა მოვუმზადოთ?

რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს კუსკუსი და რა მოვუმზადოთ?

კუსკუსი ყველაზე პატარებისათვის - რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს კუსკუსი, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე​ წერს. გთავზობთ მის პოსტს:

„საყვარელი სახელი აქვს - კუსკუსი. ფრანაგები კუსკუსიე-ს ეძახიან. ისე კი წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკიდანაა, ბერბერების სუფრის საყვარელი უძველესი ბურღული - აღმოსავლური კერძების მოსამზადებლად და არა მარტო.
ჩრდილოაფრიკული კერძების რეცეპტები ევროპელებმა თავისებურადაც გაადაკეთეს, ანდალუზიასა და სიცილიაში კი დღემდე შუა საუკუნეებიდან მოღწეული რეცეპტებით ამზადებენ კუსკუსს, იმ რეცეპტებით, რომლებიც იბნ რაზინ ალ-თუჯიბიმ ოდესღაც ჩაიწერა.
კუსკუსი ძირითადად ხორბლის მაგარი ჯიშების მარცვლიდან მზადდება, ამზადებენ აგრეთვე ბრინჯის, სიმინდის და ფეტვისაგნაც. მისი დამზადება მექანიზებულ წარმოებამდე საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო.
რატომ გვიყვარს კუსკუსი?

  • ​მოგეხსენებათ, ბურღულეული B ჯგუფის ვიტამინების წყაროა. ეს ვიტამინები კი ჩვენ ენერგიის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების, სისხლწარმოქმნის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის გვჭირდება.
  • შეიცავს უჯრედისს, რაც ნაწლავთა მოქმედებაში გვეხმარება, საკვები ბოჭკოები ნაწლავურ მიკროფლორასაც ძალიან უყვარს.
  • კალციუმი პატარების ძვლის ფორმირებისთვის საჭირო მინერალია.
  • სელენი საუკეთესო ანტიქსიდანტია, რომელიც ჩვენი უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალებისაგან იცავს. ის მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს იმუნურ პროცესებში და აძლიერებს იმუნიტეტს.
  • კუსკუსი შეიცავს მცენარეულ ცილებს, თუმცა ის არ შეიცავს შეუცველელ ამინომჟავებს.
  • შეიცავს აგრეთვე რკინასა და მაგნიუმს.
  • კარბოჰიდრატების მაღალი შემცველობის გამო კუსკუსი არ უნდა შესთავაზოთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პატარებს.
კუსკუსის ჩვილის რაციონში შეტანა 8 თვიდან შეგიძლიათ
ოღონდ გაითვალისწინეთ, ეს ბურღული გლუტენს შეიცავს და არ არის ნაჩვენები იმ ბავშვებისათვის, ვისაც ცელიაკია აქვს.
კუსკუსისგან შეიძლება მოამზადოთ ფაფა ან შეუხამოთ სხვადასხვა ბოსტნეულსა და ხორცს, რაც მას გემრიელ სადილად აქცევს.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რაც უნდა სასარგებლო ნივთიერებებით იყოს სავსე ბურღულეული, არ არის საჭირო ბავშვისათვის მხოლოდ ერთი სახეობის მარცვლოვანის მიცემა. გაამრავალფეროვენთ პატარას მენიუ, ამ გზით ის სხვადასხვა გემოსაც შეეეჩვევა და სხვადასხვა შემადგენლობის საკვებსაც მიიღებს“, - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპ​ტები

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს'' - გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ

,,როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს'' - გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, ლაქტაციის დროს დედა შვილს გადასცემს ანტისხეულებს, იცავს კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქ სისტემებს. დედა ძუძუთი კვების დროს ჩვილს იცავს არა მარტო ინფექციებისგან, არამედ ალერგიული და ასევე ავტოიმუნური დაავადებებისგანაც და ა.შ.

როგორც ჩვილს, ასევე დედასაც ძუძუთი კვების დროს უამრავი სარგებელი აქვს.  სწორედ ამ თემას განიხილავს გიორგი ღოღობერიძე ვიდეოში და აღნიშნავს, რომ როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს:

,,პირველი ეს არის სარძევე ჯირკვლის კიბო, მეორე არის საშვილოსნოს და მესამე - საკვერცხის სიმსივნეები,'' - დასძენს ექიმი რეზიდენტი. 

იხილეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად