Baby Bag

უგემრიელესი პიცის გაკეთებას ამ იტალიელისგან ისწავლით - მისი მომზადება უმარტივესია

უგემრიელესი პიცის გაკეთებას ამ იტალიელისგან ისწავლით  - მისი მომზადება უმარტივესია

ნამდვილი იტალიური პიცის გაკეთებას ვისგან ისწავლით, თუ არა იტალიელისგან. ამიტომაც გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მზარეული გენარო კონტალდო უგემრიელესი პიცის მომზადებას გასწავლით. 

შეიძლება დაინტერესდეთ

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

​​Moms.ge გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ სამარხვო ნამცხვარს - კექსი ვაშლის წვენით. 

ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

შაქარი - 1/2 ჭ;

ზეთი - 1/4 ჭ;

ნიგოზი - 1/2 ჭ;

ვაშლის წვენი - 1/2 ჭ;

ფქვილი - 1 ჭ;

სოდა - 1/3 ჩ.კ

მარილი; 

შაქრის პუდრა;

მომზადების წესი:

შაქარი, მარილი და ზეთი აურიეთ. დაამატეთ გატარებული ნიგოზი. ვაშლის წვენში ჩაამატეთ სოდა და ჩაასხით გამზადებულ მასაში. დაამატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი. საცხობ ჯამს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. 

როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.


წაიკითხეთ სრულად