Baby Bag

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

„პედაგოგების მიერ შემუშავებულია არაერთი საინტერესო პროექტი, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ მათ ახალი ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა დისტანციური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „განათლების დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე დისტანციური სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბი გაიზარდოს რაიონების დონეზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგებმა ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალისთვის სახელფასო დანამატების აუცილებლობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების მიერ ინიცირებულია კანონპროქტი, რომელზეც მუშაობა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივაზე საპასუხოდ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემად რჩება ქართულენოვანი საბავშვო ბაღების ხელშეწყობის საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე პედაგოგთა მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა პროფესიული სასწავლო პროგრამების მუნიციპალურ ცენტრებში გაჩენისა და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიო მასწავლებელთა ათეულის რჩეულის, ლადო აფხაზავას ინიციატივის შესახებ, რომელიც სკოლებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს ეხება.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის თავისუფალ აკადემიაში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე პირველადი რეგისტრაცია დაიწყო!

თბილისის თავისუფალ აკადემიაში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე პირველადი რეგისტრაცია დაიწყო!

თბილისის თავისუფალ ​აკადემიაში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე პირველადი რეგისტრაცია დაიწყო! 

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) მათემატიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
  • დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასი) ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის (დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე - სარეგისტრაციო ფორმა
წაიკითხეთ სრულად