Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან იქნება შესაძლებელი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა - მასწავლებელთა გამოცდები 2019

როდიდან იქნება შესაძლებელი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა - მასწავლებელთა გამოცდები 2019

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მომავალი კვირის ბოლოდან იქნება შესაძლებელი, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდები ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ბარათზე მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლეთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ ასევე:

​შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

​საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება შეიცვალა

​კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

​შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის/პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

წაიკითხეთ სრულად