Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

დღემდე უცნობი სტატუსი - მასწავლებელს ყველასგან განსხვავებული სტატუსი მიენიჭა

დღემდე უცნობი სტატუსი - მასწავლებელს ყველასგან განსხვავებული სტატუსი მიენიჭა

როგორ იცით მასწავლებელთა ნაწილს სტატუსი შეეცვალა. აღიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ შემოგთავაზეთ სტატია - მასწავლებელთა რეაქციები, როდესაც შეიტყვეს, რომ კრედიტქულები მიენიჭათ

დღეს გთავაზობთ სახალისო სტატუსს, რომელიც ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მისი სტატუსია - სადედამთილო. სახალისო პოსტმა ფეისბუქზე მასწავლებლები გაახალისა და გამოხმაურებაც გამოიწვია. 

იხილეთ ასევე:

„სასწავლო წლის ნებისმიერ დროს განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები შეიძლება დაწესდეს“ - ცვლილება ბრძანებაში

წაიკითხეთ სრულად