Baby Bag

გამოქვეყნდება თუ არა დღეს პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

გამოქვეყნდება თუ არა დღეს პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები დღეს არ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ​momsedu.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, შედეგები მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე კი ნამუშევრების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც ცენტრში აცხადებენ, სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა'' - მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადაცემაში ,,რა დროს ძილია'' ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ესგ-ს მიხედვით ბავშვმა არ უნდა დაიზუთხოს სასწავლო მასალა:

„ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებდით, ეს არ გვქონდა გააზრებული. განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და ეს რეფორმა არის სწორედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იმას ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად