მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობს, რომლებიც მათ ელექტრონული ტესტების შექმნაში, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებასა და ტესტირების გრაფიკულ ანალიზში დაეხმარებათ.
ვიდეოგაკვეთილების ნახვის შემდეგ მასწავლებლებს შეეძლებათ:
- ახალი ტესტის შექმნა სხვადასხვა ტიპის კითხვების ფორმების გამოყენებით
- პასუხებზე ქულების მინიჭება
- ტესტის დიზაინის გაფორმება
- ტესტის გადაგზავნა მოსწავლეებისთვის
- შედეგების ანალიზი
მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს და აუცილებელი არ არის მოსწავლე კონკრეტულ დროს კონკრეტულ საკლასო სივრცეში იმყოფებოდეს.
აღნიშნულ რესურსს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - ვიდეოგაკვეთილები