„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება - მიხეილ ჩხენკელის განცხადება
დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა 15 სექტემებრს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასწავლო წელი უნივერსიტეტებშიც ჩვეულ რეჟიმში, აუდიტორიებში დაიწყება.
„დღევანდელი ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემებრს, ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებში. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ სიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური,“ - განაცხადა მინისტრმა.