„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
,,ჯერჯერობით ნაადრევია მტკიცებითი ფორმით იმაზე ლაპარაკი, სწავლა განახლდება თუ არა''
,,სკოლის დაწყებამდე ერთი თვე გვაქვს და ჯერჯერობით ნაადრევია მტკიცებითი ფორმით იმაზე ლაპარაკი, სწავლა განახლდება თუ არა,'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„იმედია, ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ. თუ შემთხვევების აღმავლობა მოხდა, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. თუ ეს გადაწყვეტილება დარჩა, მაშინ სკოლებს უფრო მეტად დეტალიზებული რეკომენდაციები უნდა მიეცეთ,'' - დასძინა მაია ბუწაშვილმა.