Baby Bag

​დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ კურსზე, რომელსაც მასწავლებლის სახლიდან მოწვეული ტრენერები ატარებენ, ბოლო ჯგუფის რეგისტრაცია დაიწყო

​დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ კურსზე, რომელსაც მასწავლებლის სახლიდან მოწვეული ტრენერები ატარებენ, ბოლო ჯგუფის რეგისტრაცია დაიწყო

დაწყებითი საფეხურის კომბინირებული კურსი: (ქართული, მათემატიკა, ბუნება, აკადემიური უნარები)

ხანგრძლივობა 48 საათი, მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 3-საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით (აუდიტორიაში) 200 ლარი, ონლაინ მეცადინეობა 180 ლარი. 


​რეგისტრაციისათვის ეწვიეთ 
​ბმულს

რეგისტრაცია სრულდება 15 ოქტომბერს.

მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ტრენინგები საგამოცდო საკითხებზე მასწავლებლის სახლის ტრენერებთან. გამოცდის უმაღლეს დონეზე ჩაბარება დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ტრენინგების დახმარებით. ტრენინგებს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომლებიც ასწორებენ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებს. ისინი შეგასწავლიან, როგორ უნდა დაწეროთ გამოცდა, რომ უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დაიმსახუროთ.
ტრენინგი პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნით აპლიკანტებმა მიიღეს უმაღლესი შეფასება, რაც 10 კრედიტს ნიშნავს, ამიტომ ის ერთხმად აღიარეს ტრენინგად, რომელიც 10 კრედიტის შესაბამის ცოდნას მოგცემთ და მიღებული ცოდნით გამოცდის მარტივად ჩაბარებას შეძლებთ.
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი რაოდენობა 95%-მდე გაიზარდა. ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს, ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.
„ტრენინგები ძალიან გვეხმარება გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ, გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები.
კურსის დასაწყისში მოგეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე:
  • ანალიტიკური წერა:
    კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 საათი - სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი
  • ტექსტის გააზრება:
    კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 საათი - სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი

  • ქართული ენა (I-VI) ონლაინ:
    ხანგრძლივობა 24 საათი (1,5 თვე), მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 2-საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა 150 ლარი
  • ბუნებისმეტყველება (I-VI) ონლაინ:
    ხანგრძლივობა 24 საათი (1,5 თვე), მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 2-საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა 150 ლარი


​რეგისტრაცია სრულდება 8 ოქტომბერს. ტრენინგები დაიწყება 9 ოქტომბრიდან.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ​ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს და ჯგუფს ან დარეკეთ ნომერზე 592477277.

​R.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვებში ბულინგის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„არაადეკვატურობა ნიშნავს იმას, რომ ისე ჩაერიონ მშობლები, რომ მოცვივნენ სკოლაში, ატეხონ ერთი ამბავი და ამით კიდევ უფრო მეტი ჩაგვრის საბაბი მისცეს მჩაგვრელებს. ცემაზე უფრო ზოგჯერ ბავშვებს დაცინვის ეშინიათ. დაცინვა და ფსიქოლოგიური ბულინგი არის ძალიან მძიმე ბავშვისთვის. არაადეკვატურობაა ისიც, რომ შვილს ამუნათებენ: „რა არის, რით ვეღარ იცავ შენს თავს?!“ იქ დაჩაგრეს ბავშვი და სახლშიც ჩაგრავენ. ადეკვატურობა ნიშნავს მხარდაჭერას, გვერდში დადგომას, მოსმენას და მერე ერთად გადაწყვეტას.

ბავშვის რესურსი უნდა გაძლიერდეს, გაიგოს სკოლის ადმინისტრაციამ, სკოლაში სასურველია იყოს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგები რომლებიც ამ საკითხზე იმუშავებენ. უფროსი მეგობრებისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ჩარევას ვხედავთ, რომ შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგი. სკოლის გარეთ ხდება გარჩევები, მოდიან დანით. ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს, ამიტომ სჯობს, მისთვის სანდო უფროსს უთხრას ბავშვმა. აუცილებელია მხარდაჭერა. არ შეიძლება ჩვენც დავაბულინგოთ ბავშვი, რომელიც ისედაც დაჩაგრულია.

ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელდა კიბერბულინგი. ერთმანეთის გასაოცარი ჩაგვრა მიდის. ბავშვებში მოდებულია შიშველი ფოტოების ერთმანეთთან გაგზავნა. ამას აიძულებენ ბავშვს. მჩაგვრელს სურს ჰქონდეს რაღაც ისეთი, რითიც შემდეგ მანიპულირებას შეძლებს. აშინებს ბავშვს, რომ დედას რაღაც მოუვა, მამას რაღაც მოუვა. მასაც ეშინია. უცნაური ის არის, რომ ბავშვები აგზავნიან ამ ფოტოებს. შემდეგ ამის გასაჯაროვება ხდება. ამაზე დასცინის ყველა ერთმანეთს. ძალიან ბევრი ბავშვი ამის გამო გადადის სკოლიდან, იძულებულია უბანი შეიცვალოს. აქ სჭირდება ბავშვს ფსიქოგანათლება მასწავლებლისგან, ფსიქოლოგისგან,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად