მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
1-ლი ნოემბრიდან განათლების სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას
რეფორმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წელს გრძელდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, ეს არის სწავლა სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება და სასკოლო კულტურის განვითარება.
რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დანერგვის პროცესში სასკოლო საზოგადოების დასახმარებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობა ახალი ტიპის რესურსზე დაიწყო. აღნიშნული რესურსი გულისხმობს ვიდეოგზამკვლევების მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე. ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებმა უნდა შეძლონ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვა. ვიდეოგზამკვლევების იქმნება ყველა საგანში და მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურის ყველა კლასს. (გზამკვლევებზე წვდომის მისაღებად, გამოიყენეთ აღნიშნული ბმული: https://www.youtube.com) სამინისტრო უკუკავშირს ელოდება სკოლებიდან, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი თემების მომზადებისას. [email protected]
იმისათვის, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულად და სასკოლო საზოგადოების წევრებზე ორიენტირებულად წარიმართოს, ყველა სკოლასთან მიმაგრებულიები არიან ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორები, რომლებიც დანერგვის პროცესში სკოლის საჭიროებებს იკვლევენ და აცნობენ სამინისტროს. (ეფექტური კომუნიკაციისთვის ყველა რაიონში კოორდინატორების მიერ შექმნილია თიმსისა და ფეისბუქის სამუშაო ჯგუფები, მათი დახმარებით სკოლებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და გამოკვეთონ საჭიროებები, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ესგ-ს დანერგვის პროცესში).