მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რამდენ პირს მიენიჭება სახელმწიფო გრანტი? - ბრძანება
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანხმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.