Baby Bag

„ძალიან სახიფათოა ჰიპერმზრუნველობა, ამით თავმოყვარეობის ჩამოყალიბებას ვუშლით ხელს,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ძალიან სახიფათოა ჰიპერმზრუნველობა, ამით თავმოყვარეობის ჩამოყალიბებას ვუშლით ხელს,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ იმ ზიანზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვს მშობლები ჰიპერმზრუნველობით აყენებენ:

„ძალიან სახიფათოა ჰიპერმზრუნველობა. როდესაც ბავშვი რაღაცას თვითონვე უნდა ახერხებდეს, ვთქვათ ბურთი შეუვარდა მაგიდის ქვეშ, წვალობს, რომ გამოიტანოს და ამ დროს ე.წ. მზრუნველი მშობელი გამოიტანს და მიაწვდის. არ არის ეს სწორი. ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში უნდა დარწმუნდეს და ამის ბედნიერება განიცადოს.“

„ზოგჯერ მშობლები უწერენ დავალებებს ბავშვებს, მზამზარეულად მიაწვდიან, ხელით აჭმევენ. მინახავს 7-8 წლის ბავშვი, რომელსაც დედა უზის გვერდით და წვნიანს კოვზით აწვდის. მერე უკვე იმის შეგრძნება, რომ „მე შემიძლია,“ არ არის. თავმოყვარეობის ჩამოყალიბებას ვუშლით ხელს. თავმოყვარე ადამიანში სინათლეა. თავმოყვარე ადამიანი ნათელია. თვითგამოხატვა ამ გზით ხდება. როდესაც მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს არის ყველაფერი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო იმედი“