Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ხუთი მთავარი ატრიბუტი, რომელიც 2022 წელს ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს - დალი ჩიტალაძის რჩევები

ხუთი მთავარი ატრიბუტი, რომელიც 2022 წელს ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს - დალი ჩიტალაძის რჩევები

მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ ის ხუთი მთავარი ატრიბუტი დაასახელა, რომელიც მომავალ წელს ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს:

„ქალისთვის გარდერობში აუცილებელი 5 ატრიბუტის შესახებ ვისაუბროთ. ესენია: შავი კაბა, თეთრი პერანგი, შავი კლასიკური შარვალი. ეს უკვე სამია. ქვედაბოლო უკვე თქვენს არჩევანზეა. ასევე აუცილებელია შავი კლასიკური პიჯაკი და ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი, რომელიც ყველაფერს უხდება. ხუთში ვერ ვეტევით, რადგან ერთი ჯინსის შარვალიც აუცილებელია.“

„2022 წელს ტენდენცია არის, რომ სილუეტი იქნება ისევ ოვერსაიზი, ან ძალიან გამოყვანილი. შარვალიც თუ გინდათ იყოს მაღალწელიანი, ან დაბალწელიანი. მაინც უფრო ელეგანტური არის მაღალწელიანი. ტანსაც უფრო კარგად აჩენს,” - აღნიშნულ საკითხზე დალი ჩიტალაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად