იმისათვის, რომ თქვენი ტანსაცმლის სარეცხი მანქანა ახალივით გამოიყურებოდეს, დაგჭირდებათ:
2 ჭიქა ძმარი
1/4 ჭიქა სოდა
1/4 ჭიქა წყალი
ჭურჭლის ღრუბელი
თავდაპირველად შეურიეთ ერთმანეთში სოდა და წყალი. შემდეგ დაამატეთ ძმარი. გამზადებული სითხე შეასხით მანქანაში და ჩართეთ მაღალ ტემპერატურაზე (ხარშვის რეჟიმი).
როცა მანქანა რეცხვას მორჩება, ჭურჭლის ღრუბლით ამოწმინდეთ მანქანის რეზინი, სადაც ყველაზე მეტი ჭუჭყი გროვდება.
რეკომენდაცია:
გარეცხეთ თქვენი სარეცხი მანქანა ამ მეთოდით თვეში ერთხელ და ტანსაცმელს გაცილებით სასიამოვნო სუნი ექნება.