საბავშვო ბაღი „ლარდი“- ს სივრცეში 31 მაისს, 14:00 სთზე ტარდება უკვე ტრადიციად ქცეული ღია კარის დღე (,,საგაზაფხულო ფესტივალი'') განსხვავებულ ფორმატში.
ღონისძიებაზე იგეგმება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვალისწინებული საინტერესო, გასართობი აქტივობები, მათ შორის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბაღის პარტნიორი კომპანიები და მოწვეული ორგანიზაციები.
მოეწყობა გათამაშება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს გადაეცემათ სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიიღებენ ქართული კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.
,,ლარდი'' ელის ლამაზ და გამორჩეულ სივრცეში ოჯახის ყველა წევრს და მათ, ვისაც სურს ახლოს გაიცნოს, ნახოს საბავშვო ბაღ ,,ლარდის" გამორჩეული ინფრასტრუქტურა, გაეცნოს აღზრდის მეთოდს და უბრალოდ, სასიამოვნოდ გაატაროს დრო.
საბავშვო ბაღი ,,ლარდი'' ყოველთვის ზრუნავს, რომ აქ გატარებული ყოველი წუთი, სასიამოვნო მოგონებად იქცეს თითოეული მონაწილისთვის.
თარიღი: 31 მაისი!
ხანგრძლივობა: 14:00-17:00!
ტელ: +995599646459