Baby Bag

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

წალენჯიხის მინიციპალიტეტ დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. შემთხვევა დღეს მოხდა. 

ახალგაზრდა ქალს გოგონა შეეძინა, რომელიც 3 კგ და 300 გრამს იწონის. დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ისინი თავს კარგად გრძნობენ. გოგონა ოჯახის მეხუთე შვილია.

შეიძლება დაინტერესდეთ

მითია, რომ თუ ორსულს მრგვალი მუცელი აქვს გოგო ეყოლება, თუ წვეტიანი - ბიჭი - ორსულობასთან დაკავშირებული მითები და ცრურწმენები

მითია, რომ თუ ორსულს მრგვალი მუცელი აქვს გოგო ეყოლება, თუ წვეტიანი - ბიჭი - ორსულობასთან დაკავშირებული  მითები და ცრურწმენები

თანამედროვე საზოგადოებაში ცრურწმენების მიმდევრები ძალიან შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული მითები, რომლებიც ორსულობას და მშობიარობას უკავშირდება. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა MomsEdu.ge-ს მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა.

მითები  საქართველოს გარკვეულ კუთხეებში და ძირითადად მაღალმთიან მხარეში კვლავ აქტუალურია. გარშემომყოფები რჩევებს არ იშურებენ, თუ ვინმეს ორსულობა გაიგეს. მეც არაერთი უცნაური შეკითხვის მომსწრე ვყოფილვარ...

თუმცა მაინც ყოველთვის აღვნიშნავ, რომ - არ არსებობს სულელური შეკითხვა, არსებობს სულელური პასუხი...

  • მითია, რომ ორსულმა ორმაგად უნდა იკვებოს 
  • მითია, რომ ორსულმა თმა არ შეიძლება შეიჭრას, ბავშვი რომ დღენაკლული არ დაიბადოს
  • მითია, რომ ორსულმა არ შეიძლება მოქსოვოს, ბავშვი ჭიპლარში გაიხლართება
  • მითია, რომ ორსულმა არ შეიძლება კეროს, ბავშვი მუცელში მოიხარშება
  • მითია, რომ ორსულმა ღამით არ შეიძლება იაროს, ეშმაკები ჩაიბუდებენ ბავშვის სხეულში
  • მითია, რომ შესაძლებელია გულისცემის მიხედვით ნაყოფის სქესის განსაზღვრა
  • მითია, რომ თუ მარჯვენა საკვერცხე განაყოფიერდა გოგოა, ხოლო თუ მარცხენა - ბიჭი
  • მითია, რომ ზაფრანის ნაყენი ხსნის საშვილოსნოს ყელს
  • მითია, რომ თუ ორსულს მრგვალი მუცელი აქვს გოგო ეყოლება, თუ წვეტიანი - ბიჭი
  • მითია, რომ თუ ორსულმა ქათმის ან თევზის ნაღველს ხელი მოკიდა და კანზე მიიდო, ბავშვს ლაქა ექნება (მეცნიერულად არანაირია ახსნა არ არსებობს)
  • მითია, რომ არ შეიძლება ორსულმა დაკიდოს ფარდები
  • მითია, რომ თაფლის ჭამა არ შეიძლება ბავშვი „დორბლიანი“ იქნება
  • მითია, რომ რასაც მოისურვებს უნდა შეუსრულდეს, რომ ბავშვი ელამი არ იყოს
  • მითია, რომ ორსულის სარეცხი გარეთ ღამით არ უნდა დატოვოთ, თორემ ცუდი სიზმრები შეაწუხებს


და კიდევ არაერთი ცრურწმენა...

ნუ დაიჯერებთ და ნუ აყვებით არამეცნიერულ და არაექიმურ რჩევებს.
მოუსმინეთ და ენდეთ მხოლოდ ექიმს.

წაიკითხეთ სრულად