Baby Bag

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში, ვაკის პარკში გაიმართა. შოუს ბოლოს დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ჩვენების დასრულების შემდეგ ანუკიმ ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ქალებს მიმართა:

„ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ.

პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ამავდროულად, ვიყოთ აქტიური დედები💖 მოკლედ გოგოებო წინ! ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ!“ - წერს ანუკი არეშიძე.

 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როგორ მოგწონთ ჩემი თმის ფერი?''

,,როგორ მოგწონთ ჩემი თმის ფერი?''

​მომღერალმა ნინო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა და ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, მის ინსტაგრამ გამომწერებს თმის ფერი ძალიან მოსწონთ და ნინას კომპლიმენტებს კომენტარებში უწერენ:

,,ძალიან გიხდება'', ,,როგორ გიხდება'', ,,ლამაზია ძალიან, შავს ჯობის, ეს ფერი უფრო გიხდება'', ,,მე მომწონს,ძალიან გიხდებათ'' - წერენ კომენტარებში.

--insta--

წაიკითხეთ სრულად