Baby Bag

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში, ვაკის პარკში გაიმართა. შოუს ბოლოს დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ჩვენების დასრულების შემდეგ ანუკიმ ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ქალებს მიმართა:

„ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ.

პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ამავდროულად, ვიყოთ აქტიური დედები💖 მოკლედ გოგოებო წინ! ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ!“ - წერს ანუკი არეშიძე.

 

შეიძლება დაინტერესდეთ

მაკა ზამბახიძე მესამედ დაქორწინდა - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

მაკა ზამბახიძე მესამედ დაქორწინდა - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

​მომღერალი მაკა ზამბახიძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მესამედ დაქორწინდა. მის­ი რჩე­ულ­ი სპორტსმენი მი­ხე­ილ ჩო­ხელ­ია. წყვილმა ჯვარი ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დაიწერა. 

ჯვრის­წე­რა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მომ­ღერ­ლის ფე­ის­ბუ­ქგვერ­დზე გავ­რცელ­და.

​მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაახლოებით ორი წელია ერთად არიან, თუმცა წყვილი 
ურთიერთობის აფიშირებისგან თავს იკავებდა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად