Baby Bag

,,ძალიან იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს. პრინციპში თუ სადმე არ მივდივარ, არც ვიკეთებ'' - 10 უცნობი ფაქტი ხატია სიჭინავაზე

,,ძალიან იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს. პრინციპში თუ სადმე არ მივდივარ, არც ვიკეთებ'' - 10 უცნობი ფაქტი ხატია სიჭინავაზე

ხატია სიჭინავა ახალ გამოწვევაში ჩაერთო, რომელიც საკუთარ თავზე 10 უცნობი ფაქტის გამხელას გულისხმობს. 

,,მე დავიწყებ, თქვენ გააგრძელეთ...

1. სინამდვილეში მაქვს მუქი შავი თმა

2. შემიძლია წუთში ავფეთქდე ძალიან სერიოზულად, მაგრამ მეორე წუთას მიზეზიც არ მახსოვს 

3. ძალიან იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს. პრინციპში თუ სადმე არ მივდივარ არც ვიკეთებ (უფრო სიზარმაცის და დროის არქონის ამბავია)

4. ორსულობის მერე გახდომას ვანდომებ რამოდენიმე თვეს და ეს თვეები ჩემთვის სტრესულია

5. საშინლად მეშინია თოთო ბავშვების. მიუხედავად იმისა რომ 4 შვილი მყავს, თოთოობაც სტრესულია ჩემთვის. ამიტომ ​დღეებს ვითვლი, რომ მალე გახდეს 1 თვის 

6. ზედმეტად ემოციური ვარ და თუ ნანო ტელეფონზე არ მპასუხობს, მზად ვარ გადავრეკო სასწრაფოში, პოლიციაში , ყველგან სადაც არ არის საჭირო (კიდევ კარგი თავშეკავების უნარი მაქვს) 

7. ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი ღირებული, ჩემი ოჯახის გარდა

8. ზოგჯერ ჩემი თავი მეცოდება ხოლმე და თუ ეს მომენტი დაიჭირა რამაზმა შეუძლია ,,ცოდოა, ცოდოას" ძახილით საკუთარ თავზე ამატიროს 

9. ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ არ ვიცი ცურვა  

10. ძალიან მინდა შევიცვალო და წინასწარ არ ვინერვიულო იმაზე, ვინმე ავად არ გახდეს ან რამე ცუდი არ მოხდეს. ეს ძალიან მღლის,'' - აღნიშნავს ხატია ინსტაგრამზე. 

--insta--


შეიძლება დაინტერესდეთ

ქორწილის შემდეგ მაკა ზამბახიძე და მისი მეუღლე ბახმაროში ისვენებენ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ქორწილის შემდეგ მაკა ზამბახიძე და მისი მეუღლე ბახმაროში ისვენებენ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

რამდენიმე დღის წინ მაკა ზამბახიძე მესამედ გათხოვდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მისი რჩეული სპორტსმენი მი­ხე­ილ ჩო­ხელ­ია. ​ჯვრისწერის ამსახველი ​ფოტოები თავად მაკამ საკუთარ ფეისბუ გვერდზე გამოაქვეყნა. 

ქორწილის შემდეგ წყვილი ბახმაროში ისვენებს, საიდანაც თოვლიან გარემოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად