Baby Bag

ოსპის სუპის მიღება ბავშვებისთვის 8-9 თვიდან შეიძლება - ნახეთ მომზადების წესი

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ჯანსაღი და გემრიელი - წითელი ოსპის სუპი, რომელიც 8-9 თვიდან, სადილად, შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

წითელი ოსპის სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წითელი ოსპი - 1 ჩ.კ
  • კარტოფილი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • რძე (დედის, ხელოვნური ნარევი ან პასტერიზებული)
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ
  • მწვანილები
მისი მომზადების წესი კი ასეთია:

კარგად გარეცხეთ ბოსტნეული - გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად, მოხარშეთ დაჭრილი ბოსტნეული ოსპთან ერთად.  როცა ბოსტნეული დარბილდება, ჩაუმატეთ მწვანილები და რამდენიმე წუთი აცალეთ ხარშვა. ამოიღეთ მოხარშული ბოსტნეული (მწვანილები არა) და დააბლენდერეთ. დაამატეთ რძე, იმდენი რომ მიიღოთ სუპ-პიურეს კონსისტენცია. ისევ დააბლენდერეთ. ოსპის სუპს ბოლოს 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი დაამატეთ.

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0Y​nF 

შეიძლება დაინტერესდეთ

ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს - იხილეთ ვიდეო

ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს - იხილეთ ვიდეო

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე, რომელიც 7-8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სტაფილო
  • დედის რძე (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევი (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა)
  • ზეითუნის ზეთი 5 მლ.


მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ და დაჭერით ბოსტნეული, დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ დარბილებამდე. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ დედის რძე (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევი (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა). მიღებული  მასა ისევ დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და პიურეც მზადაა!

წაიკითხეთ სრულად