,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
,,ეს 9-10 წლამდე ბავშვი დღეს ასეთ მდგომარეობაში ეგდო ავლაბრის მეტროს შენობასთან''
,,ეს 9-10 წლამდე ბავშვი დღეს ასეთ მდგომარეობაში ეგდო ავლაბრის მეტროს შენობასთან.გამვლელებმა შეანჯღრიეს, თითქოს გამოიღვიძა, მაგრამ არც მიწოდებული წყლის დალევისა და არც კეთილი გამვლელის მიერ მიწოდებული ხაჭაპურის ჭამის თავი ჰქონდა.ისევ ჩაეძინა.როგორც ხედავთ, ესაა უკვე ზღვარს გადაბიჯებული უმწეო ბავშვი. მიტოვებული, გამეტებული, გარიყული, დაღლილი კი არა, ღონეგამოცლილი, მშიერი და უმომავლო. რამდენია დღეს ასეთ მდგომარეობაში! საქართველოში ბავშვებს ანგელოზებად თვლიდნენ ყოველთვის და არასოდეს შიმშილობდნენ. გაავრცელეთ, იქნებ, ღმერთმა ინებოს და ასეთ ბავშვებს გამოუჩნდეს ვინმე მფარველი ან მზრუნველი. სადაა სახელმწიფო, საპატრიარქო და ისინი, ვისაც ეხება ამ საკითხის მეტნაკლებად მაინც მოგვარებ? სირცხვილი, ჩვენო საქართველოვ!''
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში სოსო ნადირაძე აქვეყნებს.