- გადაგიცდათ მენსტრუალური ციკლი. მოსალოდნელ მენსტრუალურ დღეებში გადაცდენა წარმოადგენს ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომს.
თუ არ აწარმოებთ ე.წ. მენსტრუალური კალენდრის აღრიცხვას, ამ შემთხვევაში ცოტა რთული იქნება ორსულობის არსებობისა და ვადის დადგენა.
გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის გადაცდენა შესაძლოა, გამოიწვიოს სტრესმა, დიეტამ და რაიმე სხვა გინეკოლოგიურმა მიზეზმა. ასევე დააკვირდით, თუ მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დაწყების დღეებში მენსტრუალური გამონადენის ფერი და რაოდენობა განსხვავებულია, შესაძლოა, მიუთითებდეს ორსულობაზე. ვინაიდან მცირე რაოდენობით ვარდისფერი, სისხლიანი ან ყავისფერი გამონადენი დამახასიათებელია კვერცხუჯრედის იმპლანტაციის (ჩანერგვის) დროს. თუ ორსულობის ტესტი დადებითია და გაქვთ სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
- თუ გაქვთ ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში (სპაზმური შეკუმშვა), მაგრამ მენსტრუალური ციკლი კვლავ არ დაწყებულა, ამ შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ ტესტი, რათა მოხდეს ორსულობის დროული დიაგნოსტირება.
- სარძევე ჯირკვლების (მკერდის) ტკივილი. პროგრესული ორსულობის დროს იზრდება ესტროგენისა და პროგესტერონის დონე, რაც იწვევს შესაბამის ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში. შესაძლოა, თქვენი მკერდი ოდნავ გაიზარდოს და იყოს მტკივნეული, თუმცა პრემენსტრუალური სინდრომისთვისაც დამახასიათებელი მსგავსი ჩივილი, ამიტომ ყველა შემთხვევაში ორსულობაზე ვერ ვიფიქრებთ.
- თუ თავს გრძნობთ სხვაგვარად - მკერდის გადიდებასთან და სპაზმურ ტკივილებთან ერთად ორსულობის ადრეულ ვადებზე შესაძლოა გქონდეთ:
- გულისრევა
- ზიზღი გარკვეული საკვების მიმართ
- ხშირი შარდვა
- თუ თქვენ მიერ გამოყენებულმა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებმა ვერ იმუშავა (დაგავიწყდათ ან არასწორად მიიღეთ ჩასახვის საწინაარმდეგო აბები, დაგიზიანდათ კონდომი) - ამ შემთხვევაშიც უნდა ჩაიტაროთ ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტი.
თუ კონტრაცეფციის ზემოთ აღნიშნული მეთოდები არაკომფორტულია, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საშვილსნოს შიდა კონტრაცეპტივი „სპირალი“, ან გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან და ერთად გადაწყვიტოთ ალტერნატიული მეთოდი თავდაცვის მიზნით.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)