Baby Bag

როგორ ატარებენ თაფლობის თვეს ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - ფოტოები

როგორ ატარებენ თაფლობის თვეს ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - ფოტოები

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ევროპულ ტურნეს აგრძელებენ. ნიშნობის მეორე დღეს წყვილი ჯერ ვენაში გაემგზავრა, სადაც მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლის L’Officiel Austria-ის პრეს­ტი­ჟულ ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ, ამჯერად კი იტალიაში იმყოფებიან. 

წყვილი სოცილაური ქსელში ერთად გატარებული რომანტიკული დღეების ამსახველ კადრებს აქვეყნებს:

წყვილი 10 აპრილს დაინიშნა. მანამდე ჯანეტისა და ნოეს სიყვარულის ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად