Baby Bag

ქეით მიდლტონმა მეგან მარკლსა და პრინც ჰარის შვილის შეძენა მიულოცა

ქეით მიდლტონმა მეგან მარკლსა და პრინც ჰარის შვილის შეძენა მიულოცა

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა მეგან მარკლსა და პრინც ჰარის შვილის შეძენა ​მიულოცა. მიდლტონმა წყვილს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ პირველი დღეები საკმაოდ რთულია. კემბრიჯის ჰერცოგინიას თქმით, კარგად ახსოვს ის შეგრძნებები, როდესაც პირველად გახდა მშობელი.

მეგან მარკლმა 6 მაისს ლონდონში, პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟი ​შეეძინა. მშობიარობას ესწრებოდა პრინცი ჰარი და მეგანის დედა. სამეფო ოჯახის ახალი წევრი ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

წაიკითხეთ სრულად