Baby Bag

კახა კალაძე და ბიჭები - ნახეთ ფოტოები

კახა კალაძე და ბიჭები - ნახეთ ფოტოები

​თბილისის მერი კახა კალაძე ოთხი შვილის მამაა. უფროსი ბიჭი, ლევან კალაძე 12 წლისაა, ყველაზე პატარა კი სექტემბერში გახდა სამი წლის. კახა და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ.

ნახეთ კახა კალაძის ბიჭების ფოტოები ინსტაგრამიდან. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Mom​sEdu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

კადრები ანუკი არეშიძის ულამაზესი დაბადების დღიდან
დიზაინერი და თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე 1-ელ ივლისს 30 წლის გახდა. მან დაბადების დღე 2 ივლისს საკუთარ სახლში, წყნეთში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა.სპეციალურად სტუმრებისთვის ლიმონი...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად