Baby Bag

ნანუკა გოგიჩაიშვილს საქმრომ ხელი სთხოვა - ვიდეო

ნანუკა გოგიჩაიშვილს საქმრომ ხელი სთხოვა -  ვიდეო

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ხელის თხოვნის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მოდელმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა წარწერით - ,,მადლობა ყოველი წამისთვის, შეუდარებელი ხარ".

ნანუკას რჩეული ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას, შვილი - ნიკა ნაყოფიაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად