Baby Bag

„ბურღული ყოველთვის წყალში უნდა მოიხარშოს, შეცდომაა, როცა ის რძეში იხარშება“ - შვრიის ფაფა ატმით 6 თვიდან

დღეს პარასკევია და MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-16 ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს შვრიის ფაფა ატმით, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მილინ პარასის შვრიის ფანტელი - 3 სუფრის კოვზი
  • ატამი - 1 ცალი
  • რძე 
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი კი ასეთია:

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი. ბურღული აუცილებლად მოხარშეთ წყალში. (შეცდომაა თუ თქვენ მას ხარშავთ რძეში, რადგან ხანგრძლივი დუღილის დროს რძეში არსებული ყველა ვიტამინი დაიშლება. ამიტომ მოხარშეთ წყალში და უკვე მზა პროდუქტს დაამატეთ რძე. თუ თქვენი პატარა არის ბუნებრივ კვებაზე, დაამატეთ დედის რძე, თუ ხელოვნურზე, მაშინ ხელოვნური ნარევი). შვრიის ფაფას მოსახარშად სჭირდება 3-4 წუთი. ამასობაში გააცალეთ ატამს კანი და ოდნავ შეგრილებილ ფაფასთან ერთად დააბლენდერეთ. სურვილის შემთხვევაში დაამატეთ რძე და ზეითუნის ზეთი.  

R. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი სადილი პატარებისთვის - პასტა ორაგულითა და ყაბაყით

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა პასტა ყაბაყითა და ორაგულით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • პასტა
  • ყაბაყი
  • ორაგული ან კალმახი
  • ყველი (უმარილო)
  • „პლასმო​ნის“ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

R. 

წაიკითხეთ სრულად