კვების გზამკვლევის მიხედვით, გამოიყოფა საკვების 4 ძირითადი ჯგუფი, ესენია:
1. ხილი და ბოსტნეული
2. ბურღულეული
3. რძე და რძის ნაწარმი
4. ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და ა.შ.
თითოეული ჯგუფი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, რომელთა რეკომენდებული რაოდენობის მიღებით, ბავშვები დღის სამყოფ ენერგიასა და საჭირო მიკროელემენტების დღიურ ნორმას იღებენ. კვლევებით დასტურდება, რომ ხილისა და ბოსტნეულის ჩვილობიდან მიღება ბავშვებს ჯანსაღ კვებით ჩვევებს უვითარებს. სწორედ ამიტომ, ყურადღება გვინდა, გავამახვილოთ ხილის მნიშვნელობაზე კვების რაციონში.
მსოფლიო გაიდლაინებით და პედიატრების რეკომენდაციით, მიიჩნევა, რომ ხილი საკვები დანამატის სახით პატარამ 4-6 თვიდან უნდა მიიღოს და შემდეგ სტაბილურად უნდა იყოს ეს პროდუქტები მის რაციონში. სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარი, ბიო ნატურალური ხილით არ არის განებივრებული, ამ პირობებში კი ყველაზე მოსახერხებელი და საიმედო ქარხნული წესით დამზადებული საბავშვო ხილფაფებია.
ხილი, რომელსაც აღნიშნული ფაფებისათვის იყენებენ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოყვანილი. პროდუქცია მზადდება უმაღლესი სტანდარტების ევროპულ ქარხანაში, სერბეთში. „როცა გავიზრდების“ ხილფაფები ბიო პროდუქტია, არ აქვს დამატებული ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორიცაა - საღებავები, კონსერვანტები, სახამებელი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.
საყურადღებოა პროდუქტის შეფუთვაც - გარდა იმისა, რომ მოსახერხებელი უნდა იყოს, სრულად უნდა უნარჩუნებდეს სასარგებლო თვისებებს ხილფაფას. ევროპული ბრენდი „როცა გავიზრდები“ ამ დეტალებსაც ითვალისწინებს და ხილფაფების მრავალფეროვან ასორტიმენტს პაუჩის სახით წარმოადგენს.
ბავშვების გემოვნება განსხვავდება, ამიტომაც „როცა გავიზრდები“ პატარებს სთავაზობს როგორც მონოკომპონენტიან, ასევე მრავალკომპონენტიან ხილფაფებს, კარგად შეხამებული გემოებით. ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია: ვაშლი, ქლიავი, მოცვი, ალუბალი, ჟოლო, ატამი, ბანანი, მანგო, პაპაია, მსხალი, ნესვი და სხვა. ყველა ეს ხილი გაჯერებულია პატარას განვითარებისათვის საჭირო ვიტამინებით, მაგალითად:
- ვაშლი - უნიკალური პროდუქტია,რომელიც მდიდარია C-ვიტამინითა და რკინით;
- მსხალი - შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც კვებავს ბავშვის თმასა და კანს;
- ქლიავი - ავსებს ორგანიზმს B-ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც საჭიროა ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;
- ბანანი - მდიდარია კალიუმითა და B-ჯგუფის ვიტამინებით, ხელს უწყობს თირკმელების, ღვიძლისა და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას;
- ალუბალი - შეიცავს -A, B, C, PP ვიტამინებს. სპილენძის, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის მარილებს;
- მანგო - მასშია ადამიანის ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი ვიტამინები -A,B,C,D. ასევე კალციუმი,რკინა,ფოსფორი,მაგნიუმი და თუთია;
- ნესვი - შეიცავს C ვიტამინს, ცილებს, სახამებელს, პექტინოვან ნივთიერებებს და მინერალურ მარილებს.
მართალია, „როცა გავიზრდების“ ხილის ფაფები, 4 თვიდან პატარებისათვისაა რეკომენდებული, მაგრამ სასარგებლო წასახემსებელია სკოლის მოსწავლეებისა თუ უფროსებისათვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ.
„როცა გავიზრდები“- საუკეთესო პროდუქტები ჩვილი ბავშვებისათვის, სასარგებლო ხემსი უფროსებისათვის. ევროპული ხარისხი თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კვების ხელშესაწყობად.