Baby Bag

რა დატვირთვა აქვს ხილს ბავშვთა კვებაში და რა უნდა ვიცოდეთ ხილფაფების შესახებ

რა დატვირთვა აქვს ხილს ბავშვთა კვებაში და რა უნდა ვიცოდეთ ხილფაფების შესახებ
თანამედროვე, სავალალო ეკოლოგიური გარემოს პირობებში, სწორ კვებას ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში წამყვანი როლი ენიჭება. ხოლო, როცა საქმე ბავშვთა კვებას ეხება, ჯანსაღი პროდუქტები ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც პატარას განვითარებას უყრის საფუძველს. კვებითი დეფიციტის, სიმსუქნის და მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ვიტამინებითა და მინერალებით ბუნებრივად გაჯერებული, მრავალფეროვანი საკვების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კვების გზამკვლევის მიხედვით, გამოიყოფა საკვების 4 ძირითადი ჯგუფი, ესენია:
1. ხილი და ბოსტნეული
2. ბურღულეული
3. რძე და რძის ნაწარმი
4. ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და ა.შ.
თითოეული ჯგუფი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, რომელთა რეკომენდებული რაოდენობის მიღებით, ბავშვები დღის სამყოფ ენერგიასა და საჭირო მიკროელემენტების დღიურ ნორმას იღებენ. კვლევებით დასტურდება, რომ ხილისა და ბოსტნეულის ჩვილობიდან მიღება ბავშვებს ჯანსაღ კვებით ჩვევებს უვითარებს. სწორედ ამიტომ, ყურადღება გვინდა, გავამახვილოთ ხილის მნიშვნელობაზე კვების რაციონში.

მსოფლიო გაიდლაინებით და პედიატრების რეკომენდაციით, მიიჩნევა, რომ ხილი საკვები დანამატის სახით პატარამ 4-6 თვიდან უნდა მიიღოს და შემდეგ სტაბილურად უნდა იყოს ეს პროდუქტები მის რაციონში. სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარი, ბიო ნატურალური ხილით არ არის განებივრებული, ამ პირობებში კი ყველაზე მოსახერხებელი და საიმედო ქარხნული წესით დამზადებული საბავშვო ხილფაფებია. 

ბავშვთა კვების მწარმოებლები უდიდეს ყურადღებას აქცევენ ნედლეულის ხარისხს, მის წარმომავლობას. ამიტომაც სანდოობა მათ მიმართ მეტია და როცა, ბავშვს მზა ხილფაფას ვაძლევთ, დაზუსტებით ვიცით, მაღალი ხარისხის ხილს ვთავაზობთ. ამის საუკეთესო მაგალითია ევროპული ბრენდის ​„როცა გავიზრდების“ 100%-ით ნატურალური ხილის ფაფები.

ხილი, რომელსაც აღნიშნული ფაფებისათვის იყენებენ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოყვანილი. პროდუქცია მზადდება უმაღლესი სტანდარტების ევროპულ ქარხანაში, სერბეთში. ​„როცა გავიზრდების“ ხილფაფები ბიო პროდუქტია, არ აქვს დამატებული ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორიცაა - საღებავები, კონსერვანტები, სახამებელი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები. 

უმნიშვნელოვანესია, რომ ​„როცა გავიზრდების“ ხილფაფები არ შეიცავს შაქარს, მხოლოდ ხილის ნატურალური გემო და მასში ბუნებრივად არსებული ფრუქტოზა (ხილის შაქარი) აძლევს განსაკუთრებულ არომატს.

საყურადღებოა პროდუქტის შეფუთვაც - გარდა იმისა, რომ მოსახერხებელი უნდა იყოს, სრულად უნდა უნარჩუნებდეს სასარგებლო თვისებებს ხილფაფას. ევროპული ბრენდი ​„როცა გავიზრდები“ ამ დეტალებსაც ითვალისწინებს და ხილფაფების მრავალფეროვან ასორტიმენტს პაუჩის სახით წარმოადგენს.

ბავშვების გემოვნება განსხვავდება, ამიტომაც ​„როცა გავიზრდები“ პატარებს სთავაზობს როგორც მონოკომპონენტიან, ასევე მრავალკომპონენტიან ხილფაფებს, კარგად შეხამებული გემოებით. ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია: ვაშლი, ქლიავი, მოცვი, ალუბალი, ჟოლო, ატამი, ბანანი, მანგო, პაპაია, მსხალი, ნესვი და სხვა. ყველა ეს ხილი გაჯერებულია პატარას განვითარებისათვის საჭირო ვიტამინებით, მაგალითად:

- ვაშლი - უნიკალური პროდუქტია,რომელიც მდიდარია C-ვიტამინითა და რკინით;

- მსხალი - შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც კვებავს ბავშვის თმასა და კანს;

- ქლიავი - ავსებს ორგანიზმს B-ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც საჭიროა ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;

- ბანანი - მდიდარია კალიუმითა და B-ჯგუფის ვიტამინებით, ხელს უწყობს თირკმელების, ღვიძლისა და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას;

- ალუბალი - შეიცავს -A, B, C, PP ვიტამინებს. სპილენძის, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის მარილებს;

- მანგო - მასშია ადამიანის ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი ვიტამინები -A,B,C,D. ასევე კალციუმი,რკინა,ფოსფორი,მაგნიუმი და თუთია;

- ნესვი - შეიცავს C ვიტამინს, ცილებს, სახამებელს, პექტინოვან ნივთიერებებს და მინერალურ მარილებს.

მართალია,​ „როცა გავიზრდების“ ხილის ფაფები, 4 თვიდან პატარებისათვისაა რეკომენდებული, მაგრამ სასარგებლო წასახემსებელია სკოლის მოსწავლეებისა თუ უფროსებისათვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ.

​„როცა გავიზრდები“- საუკეთესო პროდუქტები ჩვილი ბავშვებისათვის, სასარგებლო ხემსი უფროსებისათვის. ევროპული ხარისხი თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კვების ხელშესაწყობად. 

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„საიდან მოვიდა ბატატი?

ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - ორივე მცენარის ბოლქვს წარმოადგენს, ორივეს სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, თუმცა ბოტანიკურად სრულიად განსხავავებული, სხვადასხვა სახეობის მცენარეებია.

​ტკბილი კარტოფილი ევროპასა და აზიის ქვეყნებში სავარაუდოდ პერუდან გავრცელდა, სადაც ინკებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მოჰყავდათ ბატატი. მე-16 საუკუნიდან კი ის ევროპასა და აზიაში გავრცელდა. ერთხანს იაპონელთა მთავარი საკვებიც გახდა, როცა ბრინჯის მცირე მოსავალი მიიღეს.

მთავარი განსხვავება ქიმიაშია

წვნიანი, სხვადასხვა ფერის რბილობის მქონე ტკბილი ბოსტნეულია. ნახშირწლების შემცველობით ის, რა თქმა უნდა, აჭარბებს ჩვეულებრივ კარტოფილს. თუმცა მოხარშული ბატატის გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონეზე მისი ზემოქმედება, არ არის მაღალი. სამაგიეროდ, შემწვარი ბატატის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია.

​ბატატში, ჩვეულებრივი კარტოფილისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკოები, რაც ყაბზობის დროს ეფექტურს ხდის მას. გარდა ამისა, ეს ბოჭკოები ხელს უწყობს ბავშვის ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბატატში ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ კარტოფილში საერთოდაც არ არის. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, თვალის ფუნქციონირებას. სამაგიეროდ C ვიტამინის შემცველობა თითქმის 10-ჯერ აღემატება ბატატში მის რაოდენობას. ცილების რაოდენობითაც ჩვეულებრივი კარტოფილი ლიდერია.

B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის მიხედვით კარტოფილის ეს ორი სახეობა არ განსხავავდება.
ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისაგან იცავენ უჯრედებს, ბატატში უფრო მეტია, ხოლო სიმსივნის საწინააღმდეგო გლიკოალკალოიდები ჩვეულებრივ კარტოფილშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება მინერალებს, ჩვეულებრივი კარტოფილი კალიუმით უფრო მდიდარია, ვიდრე ბატატი, რკინა ოდნავ მეტია ბატატში, ხოლო კალციუმი ბატატში 2-ჯერ უფრო მეტია.

ბატატისა და სტაფილოს პიურე ქათმის ხორცით 7 თვიდან

შეარჩიეთ საღი კარტოფილი ლაქების და დარბილებული ადგილების გარეშე.
გასუფთავებული თითო სტაფილო და ბატატი დაჭერით, მოხარშეთ. დაუმატეთ ცალკე მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარეული 50 გრამი ქათმის თეთრი ხორცი. დააბლენდერეთ და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

P.S ეს კი თქვენთვის, ჩემო საყვარელო დედიკოებო და ბებიკოებო! ხომ გახსოვთ, რომ ყველა სასარგებლო პროდუქტს აუცილებლად მოეძებნება გამოყენება თქვენი სილამაზისათვის?!

​აი, ბატატისაგან მომზადებული დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტი:

​მოხარშული ბაბატისაგან მოამზადეთ პიურე (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კიტრის წვენი). მომზადებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად