მოხარშეთ ლობიო (აუცილებლად გადაღვარეთ პირველი ადუღებული წყალი). გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ბულგარული წვრილად და ხახვთან ერთად მოთუშეთ ზეთში, მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი. მოასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ტომატის პასტა, მოხარშული ლობიო და ნიორი. განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ქინძი და ნიახური.