Baby Bag

თუ გინდათ რომ პასკა ნოტიო და მძიმე გამოვიდეს, მაშინ MomsEdu.ge-ს რეცეპტი უნდა სცადოთ

თუ გინდათ რომ პასკა ნოტიო და მძიმე გამოვიდეს, მაშინ MomsEdu.ge-ს რეცეპტი უნდა სცადოთ

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დიასახლისები მზადებას აქტიურად იწყებენ. MomsEdu.ge ქალებს საქმეს გიადვილებთ და იდეალური პასკის რეცეპტს გთავაზობთ. 

​საჭირო მასალა:

  • კვერცხი - 10 ცალი;
  • შაქარი - 10 ჭიქა; 
  • ფქვილი - 3 კგ; (გაცრილი)
  • მარგარინი - 500 გრ;
  • კარაქი - 400 გრ;
  • რძე - 1 ლ; (ანადუღარი, თბილი)
  • არაჟანი - 800 გრ;
  • ზეთი - 1ჭიქა;
  • ქიშმიში - 300 გრ; (ყვითელი)
  • დროჟი - 4 ს.კ;
  • მარილი - 1 ჩ.კ;
  • ილი და მუსკატი - 1 ჩაის კოვზი;
  • პასკის ფერი - 10 გრ;
  • ვანილი - 6 ც;
  • მწიკვი მიხაკი და დარიჩინი;
  • კონიაკი - 1 ს.კ


საფუარის მომზადება:

დროჟი გავხსნათ ცოტა წყალში + თბილი რძე + გაცრილი ფქვილი. უნდა მივიღოთ თხელი მასა, შემდეგ ჩავდოთ დიდ ჭურჭელში და დაველოდოთ ამოსვლას. 

ცომის მომზადების წესი:

ავთქვიფოთ 10 ცალი კვერცხი, დავამატოთ შაქარი და ცალკე გამდნარი მარგარინი და კარაქი, არაჟანი, რძე, საფუარი, მარილი, ვანილი, კონიაკი, სუნელები, ფქვილი (ცოტ-ცოტა), ზეთი (ნახევარი ჭიქა). 

ცომი რომ ამოვა, ჩავზილოთ და შევურიოთ ქიშმიში და თანდათან დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთიც მოვასხათ. ცომი 2-3 ჯერ ჩავზილოთ, დავდგათ თბილ ადგილას იმისთვის, რომ კარგად ამოვიდეს. 

პასკის ცხობა:

ყალიბებს წავუსვათ ზეთი. ცომი ჩავაწყოთ ნახევრამდე და დაველოდოთ ცოტა ხანი ამოსვლას, შემდეგ შევდგათ ღუმელში და 150 გრადუსამდე ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი. გამოცხობის შემდეგ ყალიბები დავდგათ ცივ წყალში დასველებულ ტილოზე, რომ ადვილად ამოვიღოთ ყალიბებიდან პასკები. გაგრილების შემდეგ ზემოთ შეგიძლიათ მოასხათ შავი ან თეთრი მინანქარი და მოაყაროთ შაქრის პუდრა. 

გემრიელად მიირთვით. 


შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჯეჯილი ხასხასა მწვანე გამოვიდეს?

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჯეჯილი ხასხასა მწვანე გამოვიდეს?

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დიასახლისები მზადებას იწყებენ. გარდა იმისა, რომ კვერცხები წითლად უნდა ​შეიღებოს და პასქები გამოცხვეს, ჯეჯილის დათესვაც აუცილებელია. 

პირველ რიგში, რისი სიმბოლოა სააღდგომო ჯეჯილი? - იგი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა. 

როდის უნდა დაითესოს ჯეჯილი? - ჯეჯილი ლაზარეს შაბათს, ბზობის წინა დღეს უნდა დაითესოს (ბზობის კვირას). 

რა არის საჭირო ხასხასა მწვანე ჯეჯილისთვის? - იმისთვის, რომ ჯეჯილი ხასხასა მწვანე გამოვიდეს, საჭიროა ბამბა დავაფინოთ ჯეჯილისთვის გამზადებულ ჭურჭელზე, დავასხათ წყალი, დავაყაროთ ბლომად ხორბალი და დავგდათ თბილ ადგილას. დროდადრო დავაკვირდეთ ხომ  არ გამოშრა ბამბა. თუ მშრალია, მაშინ დავასხათ წყალი. (ბამბა წყალში არ უნდა ტივტივებდეს, საჭიროა ზომიერება).

წაიკითხეთ სრულად