Baby Bag

შესთავაზეთ თქვენს პატარას პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით (10 თვიდან)

შესთავაზეთ თქვენს პატარას პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით (10 თვიდან)

პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით თქვენს პატარებს 10 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ. რეცეპტს ცნობილი ბედიატრი თამარ ობგაიძე გვთავაზობს. 

პასტის მოსამზადებლად სპეციალურად ჩვილებისათვის განკუთვნილი პასტა უნდა გამოიყენოთ, მაგალითად, „პლასმონის“ საბავშვო პასტა „კიოჩილინე“ ან „ჯერმინე“.

საჭირო მასალა:

  • 1 მწიფე პომიდორი
  • ყვავილოვანი კომბოსტოს 1 საშუალო ზომის ყვავილედი
  • 1 მცირე ზომის ხახვი
  • 1 ძირი გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 30 გრამი უმარილო ყველი
  • 100 გრ ჩვილებისათვის განკუთვნილი პასტა (მზა წონა)


სოუსი:

მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გააცალეთ კანი, დაჭყლიტეთ. კარგად მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაამატეთ ოხრახუში. შეურიეთ მომზადებული დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. მოთუშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. მზა სოუსს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ საბავშვო პასტა და მოხარშეთ. გაწურეთ, გადმოიღეთ თეფშზე. მოასხით ბოსტნეულის სოუსი.

პედიატრი გვაფრთხილებს, რომ ​პომიდორი ალერგიული პროდუქტია და ალერგიულ ჩვილს არ უნდა შესთავაზოთ. უმი პომიდვრის მიცემა ჩვილისათვის არ შეიძლება.

პასტის მომზადება გატარებული ხორცით ან გახეხილი ყველითაც შეგიძლიათ.


შეიძლება დაინტერესდეთ

მაწვნის სუპი - შეუცვლელი საკვები ბავშვებისთვის

მაწვნის სუპი - შეუცვლელი საკვები ბავშვებისთვის

მაწვნის სუპი ძალიან სასარგებლო წვნიანია და 10 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარებს. მისი მომზადება კი საკმაოდ მარტივია. 

მაწვნის სუპისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ქილა (500 მლ.) მაწონი
  • 1 თავი ხახვი (საშუალო ზომის)
  • 100 გრ. ბრინჯი
  • 1 ცალი კვერცხი
  • კამა
  • მარილი
  • კარაქი

მომზადების წესი:

დაჭერით ხახვი წვრილად, მოთუშეთ კარაქში, ჩაასხით წყალი, დაამატეთ ბრინჯი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. ცალკე წყალში გახსენით მაწონი და ისე ჩაამატეთ ქვაბში და იქამდე ურიეთ, სანამ დუღილს არ დაიწყებს. როცა წამოდუღდება, ჩაასხით გათქვეფილი კვერცხი და გააგრძელეთ მორევა. 

დაამატოთ კამა, მარილი და კერძიც მზადაა. 

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)



წაიკითხეთ სრულად