Baby Bag

რაჭველი დიასახლისი ინდაურის საცივის უნიკალურ რეცეპტს გთავაზობთ

რაჭველი დიასახლისი ინდაურის საცივის უნიკალურ რეცეპტს გთავაზობთ

იმისთვის, რომ ინდაურის საცივი რაჭულად გააკეთოთ, დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ინდაური 
  • ხახვი - 400 გრ.
  • ხმელი ქინძი - 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი - 1 ს.კ.
  • ნიორი - 5 კბილი
  • მწარე წიწაკა - 1 ცალი
  • ყვითელი ყვავილი - 2 ს.კ.
  • ნიგოზი - 500 გრ.
  • ღვინის ძმარი 
  • მარილი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ინდაური, მოხარშულ ინდაურს მოაყარეთ მარილი, შედგით ღუმელში და აცადეთ, სანამ კანი არ გაწითლდება. ინდაურის ბულიონს მოაშორეთ ცხიმი, ამოიღეთ დაახლოებით ერთი ჭიქა და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ნიგოგზს დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა, ცოტა ძმარი და შეაზილეთ ერთმანეთს, რომ ნიგოზს გამოუვიდეს ცხიმი (ზეთი). (ეს ცხიმი ცალკე გადაიტანეთ პატარა ჭიქაში და შეინახეთ). მიღებულ  მასას დაუმატეთ ბულიონი და გაცერით საცერში. ადუღეთ დაახლოებით 20-25 წუთი და თან ურიეთ. აღნიშნული მასა გააციეთ. ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში. სურვილისამებრ ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით 

შეიძლება დაინტერესდეთ

მოიმზადეთ სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ცივი ყავა ნაყინით ნუცას რეცეპტით და მოიწყვეთ განტვირთვა

მოიმზადეთ სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ცივი ყავა ნაყინით ნუცას რეცეპტით და მოიწყვეთ განტვირთვა

ნუცა MomsEdu.ge-ს მკითხველს სეზონის ყველაზე მოთხოვნად - ცივი ყავა ნაყინით რეცეპტს გთავაზობთ. 

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხსნადი ყავა - 4 გრ.
  • შაქარი - 2 გრ.
  • რძე - 200 მლ.
  • წყალი - 50 მლ.
  • ყინული - 3 კუბი
  • ნაყინი -1 ბურთულა

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

წაიკითხეთ სრულად