Baby Bag

რაჭველი დიასახლისი ინდაურის საცივის უნიკალურ რეცეპტს გთავაზობთ

რაჭველი დიასახლისი ინდაურის საცივის უნიკალურ რეცეპტს გთავაზობთ

იმისთვის, რომ ინდაურის საცივი რაჭულად გააკეთოთ, დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ინდაური 
  • ხახვი - 400 გრ.
  • ხმელი ქინძი - 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი - 1 ს.კ.
  • ნიორი - 5 კბილი
  • მწარე წიწაკა - 1 ცალი
  • ყვითელი ყვავილი - 2 ს.კ.
  • ნიგოზი - 500 გრ.
  • ღვინის ძმარი 
  • მარილი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ინდაური, მოხარშულ ინდაურს მოაყარეთ მარილი, შედგით ღუმელში და აცადეთ, სანამ კანი არ გაწითლდება. ინდაურის ბულიონს მოაშორეთ ცხიმი, ამოიღეთ დაახლოებით ერთი ჭიქა და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ნიგოგზს დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა, ცოტა ძმარი და შეაზილეთ ერთმანეთს, რომ ნიგოზს გამოუვიდეს ცხიმი (ზეთი). (ეს ცხიმი ცალკე გადაიტანეთ პატარა ჭიქაში და შეინახეთ). მიღებულ  მასას დაუმატეთ ბულიონი და გაცერით საცერში. ადუღეთ დაახლოებით 20-25 წუთი და თან ურიეთ. აღნიშნული მასა გააციეთ. ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში. სურვილისამებრ ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ დიეტაზე ხარ და ტკბილი მოგენატრა, ეს ბრაუნი შენთვისაა

თუ დიეტაზე ხარ და ტკბილი მოგენატრა, ეს ბრაუნი შენთვისაა

ნუცა სურგულაძე ​MomsEdu.ge-ს მკითხველს დაბალკალორიული ბრაუნის რეცეპტს სთავაზობს. 

,,გემრიელია და მარტივი გასაკეთებელია, რაც მთავარია არის დაბალკალორიული, ოდნავ შაქრის დამატება შეგიძლიათ.
თუ კაკოთი აკეთებთ 50 მლ. ზეთიც დაამატეთ. ასევე შეგიძლიათ შავი შოკოლადის მასის გამოყენება,'' - აღნიშნავს ნუცა.

საჭირო მასალა:

  • 2 კვერცხი
  • 250 მლ მაწონი
  • 3 გრ გამაფხვიერებელი
  • 30 გრ კაკაო ან 2 ცალი შოკოლადის ენერჯი კოქტეილი
  • 50 მლ. ზეთი
  • 200 გრ შვრიის ფქვილი
  • 50 გრ შაქარი
  • ვანილი
  • შაქრის პუდრა

მომზადების წესი იხილეთ 👇

წაიკითხეთ სრულად