Baby Bag

თუ გინდათ შობის ღამეს განსაკუთრებულად შეხვდეთ, გამოაცხვეთ უგემრიელესი გურული ღვეზელი

თუ გინდათ შობის ღამეს განსაკუთრებულად შეხვდეთ, გამოაცხვეთ უგემრიელესი გურული ღვეზელი
ახლოვდება შობის ღამე და თუ გინდათ მას განსაკუთრებულად შეხვდეთ, გამოაცხვეთ უგემრიელესი გურული ღვეზელი. 

გურული ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ, ცომი, ყველი და მოხარშული კვერცხები (თითო ღვეზელისთვის 2 ცალი და ზემოდან გადასასმელად კი 1 ცალი).

როგორ უნდა მოამზადოთ ცომი?

შეათბეთ რძე, შეურიეთ მარილი და წყალში გახსნილი საფუარი. აღნიშნულ მასას დაუმატეთ ფქვილი და ზეთი. ჩაზილეთ ცომი და დაყავით რამდენიმე ნაწილად. ბურთები შეფუთეთ და ასაფუებლად დადეთ თბილ ადგილას.
ამოფუების შემდეგ ცომს დაუმატეთ ფქვილი და კიდევ ერთხელ ჩაზილეთ. ცომი გაყავით ოთხ ნაწილად. ისევ შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 10-15 წუთით. ცომი მზად არის.

ღვეზელს შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ, თუმცა სასურველია, ნახევარმთვარისებური გამოაცხოთ.

გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი ხელახლა ასაფუებლად. მოხარშული კვერცხები დაჭერით რამდენიმე ნაწილად და ყველი გახეხეთ.

ნახევარმთვარისებურად გააბრტყელეთ ცომი. ერთ ნაწილზე დაალაგეთ ყველი და გაჭრილი კვერცხები, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი დაადეთ. სანამ გამოცხობას დაიწყებთ, ღვეზელს ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი გამოაცხვეთ. 

გემრიელად მიირთვით 😊

შეიძლება დაინტერესდეთ

მონატრებული ,,პონჩიკები” ანუ ფუნთუშა კრემით - ჩაინიშნეთ ნუცას რეცეპტი

მონატრებული ,,პონჩიკები” ანუ ფუნთუშა კრემით - ჩაინიშნეთ ნუცას რეცეპტი

მონატრებული ,,პონჩიკების” (ფუნთუშა კრემით) რეცეპტს ნუცა სურგულაძე MomsEdu.ge-ს მკითხველს სთავაზობს. 

ცომისთვის საჭიროა:

  • ფქვილი - 400 გრ. 
  • წყალი - 200 გრ. 
  • საფუარი - 5 გრ.
  • შაქარი - 60 გრ.
  • კარაქი - 30 გრ.
  • ზეთი - 20 გრ. 
  • ვანილი - 5 გრ.

ვანილის კრემისთვის დაგჭირდებათ:

  • რძე - 300 მლ.
  • შაქარი - 60 გრ. 
  • სახამებელი - 40 გრ. 
  • ვანილი - 5 გრ. 
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • კარაქი - 40 გრ. 

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👇

წაიკითხეთ სრულად