Baby Bag

რა შეიძლება მოუმზადოთ პატარას სტაფილოთი და ბრინჯით? - ნახეთ უმარტივესი რეცეპტი

რა შეიძლება მოუმზადოთ პატარას სტაფილოთი და ბრინჯით? - ნახეთ უმარტივესი რეცეპტი

არ იცით ​რა შეიძლება მოუმზადოთ პატარას სტაფილოთი და ბრინჯით? - ​Moms.ge გთავაზობთ მარტივი სუპ-პიურეს რეცეპტს, რომელიც ვიტამინებითაა სავსე და თქვენს პატარას 6 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ. 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სტაფილო - 200 გრ. 
  • ბრინჯი - 40 გრ. 
  • რძე - 100 მლ.

მომზადების წესი:

სტაფილოს ​აუცილებლად გამოაცალეთ გული და ისე მოხარშეთ, ​დაუმატეთ იმავე ქვაბში ბრინჯი და განაგრძეთ ხარშვა (ხარშეთ დაახლოებით 40 წუთი). მოხარშული ბრინჯი და სტაფილო დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ, დაამატეთ რძე და წამოადუღეთ (დაახლოებით 3 წუთით). მარილი სურვილისამებრ შეგიძლიათ გაუკეთოთ.

გემრიელად მიირთვით 😊


შეიძლება დაინტერესდეთ

ხაჭოს ნამცხვარი - საუკეთესო „სასუსნავი“ თქვენი შვილებისთვის

ხაჭოს ნამცხვარი - საუკეთესო „სასუსნავი“ თქვენი შვილებისთვის

​უგემრიელესი და მარტივი ხაჭოს ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხაჭო - 500 გრ.
  • არაჟანი - 400 გრ.
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • შაქარი - 2,5 ჭიქა
  • ფქვილი - 6 ჭიქა (ან მეტი)
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ 
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი


მომზადების წესი კი საკმაოდ მარტივია:

ხაჭო, არაჟანი და შაქარი (ზემოთ მითითებული დოზებით) დავუმატოთ ერთმანეთს. ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულები. კარგად ავურიოთ და მიღებულ მასას დავუმატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და ფქვილი. 

ცომი მაცივარში უნდა შედგათ დაახლოებით 40-45 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, გააკეთეთ ცომისგან სასურველი ფორმები და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. ღუმელი დააყენეთ 130 გრადუსზე და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება. 

გემრიელად მიირთვით 😊


წაიკითხეთ სრულად