Baby Bag

ნიგვზიანი ბადრიჯნის საიდუმლო რეცეპტი, რომლითაც ოჯახის წევრებს ნამდვილად გააოცებთ

ნიგვზიანი ბადრიჯნის საიდუმლო რეცეპტი, რომლითაც ოჯახის წევრებს ნამდვილად გააოცებთ
ნუცა ​Momsedu.ge-ს მკითხველს ნიგვზიანი ბადრიჯნის საიდუმლო რეცეპტს უმხელს. ამ რეცეპტით მომზადებული კერძით ოჯახის წევრებსაც გააოცებთ. 


​​საჭირო მასალა:

  • ბადრიჯანი
  • ნიორი
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • ნიგოზი
  • სუნელები


​მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👇


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცო​დნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გინდათ რომ პასკა ნოტიო და მძიმე გამოვიდეს, მაშინ MomsEdu.ge-ს რეცეპტი უნდა სცადოთ

თუ გინდათ რომ პასკა ნოტიო და მძიმე გამოვიდეს, მაშინ MomsEdu.ge-ს რეცეპტი უნდა სცადოთ

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დიასახლისები მზადებას აქტიურად იწყებენ. MomsEdu.ge ქალებს საქმეს გიადვილებთ და იდეალური პასკის რეცეპტს გთავაზობთ. 

​საჭირო მასალა:

  • კვერცხი - 10 ცალი;
  • შაქარი - 10 ჭიქა; 
  • ფქვილი - 3 კგ; (გაცრილი)
  • მარგარინი - 500 გრ;
  • კარაქი - 400 გრ;
  • რძე - 1 ლ; (ანადუღარი, თბილი)
  • არაჟანი - 800 გრ;
  • ზეთი - 1ჭიქა;
  • ქიშმიში - 300 გრ; (ყვითელი)
  • დროჟი - 4 ს.კ;
  • მარილი - 1 ჩ.კ;
  • ილი და მუსკატი - 1 ჩაის კოვზი;
  • პასკის ფერი - 10 გრ;
  • ვანილი - 6 ც;
  • მწიკვი მიხაკი და დარიჩინი;
  • კონიაკი - 1 ს.კ


საფუარის მომზადება:

დროჟი გავხსნათ ცოტა წყალში + თბილი რძე + გაცრილი ფქვილი. უნდა მივიღოთ თხელი მასა, შემდეგ ჩავდოთ დიდ ჭურჭელში და დაველოდოთ ამოსვლას. 

ცომის მომზადების წესი:

ავთქვიფოთ 10 ცალი კვერცხი, დავამატოთ შაქარი და ცალკე გამდნარი მარგარინი და კარაქი, არაჟანი, რძე, საფუარი, მარილი, ვანილი, კონიაკი, სუნელები, ფქვილი (ცოტ-ცოტა), ზეთი (ნახევარი ჭიქა). 

ცომი რომ ამოვა, ჩავზილოთ და შევურიოთ ქიშმიში და თანდათან დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთიც მოვასხათ. ცომი 2-3 ჯერ ჩავზილოთ, დავდგათ თბილ ადგილას იმისთვის, რომ კარგად ამოვიდეს. 

პასკის ცხობა:

ყალიბებს წავუსვათ ზეთი. ცომი ჩავაწყოთ ნახევრამდე და დაველოდოთ ცოტა ხანი ამოსვლას, შემდეგ შევდგათ ღუმელში და 150 გრადუსამდე ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი. გამოცხობის შემდეგ ყალიბები დავდგათ ცივ წყალში დასველებულ ტილოზე, რომ ადვილად ამოვიღოთ ყალიბებიდან პასკები. გაგრილების შემდეგ ზემოთ შეგიძლიათ მოასხათ შავი ან თეთრი მინანქარი და მოაყაროთ შაქრის პუდრა. 

გემრიელად მიირთვით. 


წაიკითხეთ სრულად