Baby Bag

„კარგი და საინტერესო სიახლე: კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ „სტაბილურად” ნარჩუნდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში,“- გიორგი ფხაკაძე

„კარგი და საინტერესო სიახლე: კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ „სტაბილურად” ნარჩუნდება  ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კოვიდგადატანილ ბავშვებში იმუნური სისტემის კარგი ადაპტაციის უნარზე საუბრობს:

კარგი და საინტერესო სიახლე: ახალი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ „სტაბილურად” ნარჩუნდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში. სამწუხაროდ, მოზრდილებში ასე არ არის.

კოვიდგადატანილი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო კარგად „ადაპტირდება”.

გახსოვდეთ, რომ კოვიდგადატანილებში პოსტკოვიდი არსად წასულა.

დაიცავით ჩვენი პატარები, შეუქმენით მათ უსაფრთხო გარემო. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, გაანიავეთ დახურული სივრცეები და აიცერით.

ჯანმრთელობას გისურვებთ,“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის თალასემია და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებამ?

რა არის თალასემია და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებამ?
რა არის თალასემია? - ეს არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროს ორგანიზმში ზიანდება მე-11 ან მე-16 ქრომოსომის გენები და ორგანიზმი ვერ წარმოქმნის ჰემოგლობინს.

ჰემოგლობინის ვერ წარმოქმნის დროს, ერითროციტები და ჟანგბადის გადამტანი უჯრედების რაოდენობა მცირდება, ამ დროს ვითარდება ანემია.

ანემიის ნიშნები
  • ადვილად დაღლა
  • ქოშინი
  • აჩქარებული გულის ცემა
  • ფიზიკური აქტივობის გართულება

წყარო: ​,,მთავარი დიაგნოზი''

წაიკითხეთ სრულად